მიხეილ რამიშვილი: თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახმა შსს-ს თხოვნით მიმართა, არ გაასაჯაროოს ინფორმაცია, რომელიც თვითმკვლელობის ეჭვებს იწვევს

07 Aug 2020 20:47

ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს თხოვნით მიმართა, უწყების ვებგვერდზე არ განთავსდეს იმგვარი ინფორმაცია, რომელიც თამარ ბაჩალიაშვილის თვითმკვლელობის ეჭვებს იწვევს.


„ჩვენი თხოვნაა, შსს-ს ვებგვერდზე არ მოხდეს იმდაგვარი განცახდებების დადება, რაც ეჭვებს იწვევს, თითქოს თვითმკვლელობაზეა საუბარი. გაფრთხილება და რჩევა მივეცით, რომ ეს აღარ მოხდეს. პასუხი არის ყოველთვის „დიახ“, მაგრამ შედეგს დაველოდები. შედეგი ყოველთვის საპირისპიროა“, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.


შეგახსენებთ, შსს-მ  თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით ორჯერ გაავრცელა ინფორმაცია, მათ შორის კომპიუტერისა და მანქანაში აღმოჩენილი წერილის ექსპერტიზის შედეგები.



კომენტარები:

ფართი შოპი