გიგი უგულავა: უკანასკნელი რვა წელია სრულიად უსაგნო დისკუსიაა გამართული ვინ დაიწყო ომი

07 Aug 2020 21:14

ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა „ევროპული საქართველოდან“ გიგი უგულავამ პარლამენტარებთან და პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად ენგურის ხიდზე 2008 წლის აგვისტოს ომის ამსახველი ფოტოგამოფენა დაათვალიერა.


„ოკუპაცია არის დიდი ტკივილი და ამასთანავე, არის დიდი ცოდვაც. ეს უნდა გვესმოდეს ერსა და ბერს, პირველ რიგში, უნდა ესმოდეს საქართველოს ხელისუფლებას. 12 წელი გავიდა აგვისტოს ომის შემდეგ, როდესაც რუსეთი შემოიჭრა საქარველოში. საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება უნდა აფუძნებდეს მთავარ ფუნდამენტს – საქართველოს თავისუფლებას, საქართველოს დემოკრატიას, საქართველოს მშვიდობასა და კეთილდღეობას.


უკანასკნელი რვა წელია, აბსოლუტურად ყალბი, სრულიად უსაგნო  დისკუსიაა გამართული იმასთან დაკავშირებით, ვინ დაიწყო ომი. საქართველოს დადანაშაულება საკუთარ ტერიტორიაზე თავის დაცვისთვის, არის სრული აბსურდი და საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების მხრიდან ასეთი პოზიცია, პირდაპირ ვთქვათ, ღალატია. გასაკვირი არ არის, რადგან საქართველოს მართავს ადამიანი, რომელიც არის მენტალურად საბჭოთა და გეოპოლიტიკურად რუსი.


მიუხედავად იმისა, როგორია ხელისუფლება, ჩვენ, საზოგადოებას, პირველ რიგში, უნდა გვახსოვდეს ის გმირები, ვინც სისხლი გაიღო საქართველოს თავისუფლებისთვის, საქართველოს მომავლისთვის. ვერ შევდგებით საზოგადოებად, თუ მათი ხსოვნა არ იქნება ისეთი, როგორც მათი საქმეები მოითხოვს. ამ თვალსაზრისით, კიდევ ბევრი უნდა გავაკეთოთ. მათ ოჯახებს სჭირდება დახმარება, მათ შვილებს სჭირდება რჩენა, მათ დაკარგეს ახალგაზრდა მამები და ამიტომ საქართველომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ერთის მხრივ, რომ ავიცილოთ თავიდან რუსეთის აგრესია, ფიზიკური აგრესია და ამავე დროს, მტკიცედ ვიყოთ ჩვენს არჩევანში. ვინაიდან საქართველოს უსაფრთხოება დაკავშირებულია ნატოსთან. საქართველო უნდა გახდეს ისეთი მდიდარი, როგორიც არის ევროპა და ისეთი უსაფრთხო, როგორიც არის ნატო. ასე შევძლებთ ჩვენ აგრესორის შეკავებას”, – განაცხადა გიგი უგულავამ.




კომენტარები:

ფართი შოპი