რას წერს რუსული მედია "აგვისტოს ომზე" და როგორ აფასებენ 12 წლის წინანდელ მოვლენებს

08 Aug 2020 15:00

რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ომის და­წყე­ბი­დან 12 წელი გა­ვი­და. სა­ერ­თა­შო­რი­სო მე­დია, ექ­სპერ­ტე­ბი და პო­ლი­ტი­კო­სე­ბი, რომ­ლე­ბიც რუ­სე­თის "ანა­ტო­მი­ას" კარ­გად იც­ნო­ბენ, დღემ­დე სა­უბ­რო­ბენ, რომ 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომის დროს აგ­რე­სო­რი რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ და­ნარ­ჩე­ნი ცი­ვი­ლუ­რი სამ­ყა­რო რომ ერ­თი­ა­ნი და პრინ­ცი­პუ­ლი ყო­ფი­ლი­ყო, აღ­მო­სავ­ლეთ უკ­რა­ი­ნის ომი არ მოხ­დე­ბო­და.


2008 წლის ომს, მის წი­ნა­პი­რო­ბებ­სა და შემ­დგომ პრო­ცე­სებს რუ­სუ­ლი მე­დი­აც აფა­სებს.


svoboda.org-ის ჟურ­ნა­ლის­ტის ელე­ნა რი­კოვ­ცე­ვას რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს აგ­ვის­ტოს ომის მი­მო­ხილ­ვი­სას წერს, "სა­ქარ­თვე­ლო­ზე თავ­დას­ხმა იყო პირ­ვე­ლი მცდე­ლო­ბა, რო­დე­საც რუ­სეთ­მა სხვის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სამ­ხედ­რო კონ­ტრო­ლი და­ამ­ყა­რა. მე­ო­რე იყო ყი­რი­მი, შემ­დეგ კი დონ­ბა­სი... ეს იყო რუ­სე­თის რე­პე­ტი­ცია, რო­მე­ლიც შემ­დეგ უკ­რა­ი­ნა­ში გა­მო­ი­ყე­ნა...


რა ცი­ნი­კუ­რია, რო­დე­საც ათ წელ­ზე მეტი ფე­დე­რა­ლუ­რი სა­ტე­ლი­ვი­ზიო არ­ხე­ბი ერ­თსა და იმა­ვეს ატ­რი­ა­ლე­ბენ, თით­ქოს ომი რუ­სეთ­სა და სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის არ ყო­ფი­ლა, რუ­სულ ბომ­ბებს სა­ქარ­თვე­ლოს თავ­ზე არ უფ­რე­ნია... "კი­თხვა­ზე, ვინ არის აგ­რე­სო­რი რუ­სულ-ქარ­თულ ომში, პრო­პა­გან­დის მსხვერ­პლი მა­ყუ­რე­ბე­ლი კი­თხვას გვიბ­რუ­ნებს, რო­მელ ომში? სად იყო ომი რუ­სეთ­სა და სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის? რუ­სე­თი რა შუ­ა­შია?!. ის ხომ უბ­რა­ლოდ თა­ვის მო­ქა­ლა­ქე­ებს იცავ­და"


ამა­ვე თე­მა­ზე სა­უბ­რი­სას, კი­დევ ერთი მი­მომ­ხილ­ვე­ლი ლე­ო­ნიდ გოზ­მა­ნი იხ­სე­ნებს, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი მის­თვის შოკი იყო...


"მე მგო­ნია, რომ ჩვე­ნი მი­ზა­ნი იყო, შეგ­ვე­ჩე­რე­ბი­ნა სა­ა­კაშ­ვი­ლი და სა­ქარ­თვე­ლო ნა­ტო­ში არ შე­სუ­ლი­ყო, მე­ტიც მუხ­ლებ­ზე დამ­დგა­რი­ყო ქვე­ყა­ნა... ამის შემ­დეგ, მათ უკ­რა­ი­ნა­ზე გა­და­ი­ნაც­ვლეს.


ეს იყო იმ­პე­რი­ა­ლის­ტუ­რი ზრახ­ვე­ბის თავ­ხე­დუ­რი გა­მოვ­ლი­ნე­ბა... კრემ­ლის ოპე­რა­ცი­ას სა­ქარ­თვე­ლოს­თან და­კავ­ში­რე­ბით რომ წარ­მა­ტე­ბით არ ემუ­შა­ვა, არც ყი­რი­მი იქ­ნე­ბო­და და არც დონ­ბა­სი..." - ამ­ბობს ის.


novayagazeta.ru-ს მი­მომ­ხილ­ვე­ლი იუ­ლია ლა­ტი­ნი­ნა, რო­მელ­მაც ცხინ­ვა­ლის რე­გი­ონ­ში ომამ­დე იმოგ­ზა­უ­რა, ომის თე­მა­ზე სა­უბ­რი­სას მი­იჩ­ნევს, რომ მან ნახა იქ არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბა და სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­ში ომი ივა­რა­უ­და.


"მე ვი­ყა­ვი იმ არა­ღი­ა­რე­ბულ რეს­პუბ­ლი­კა­ში და ვნა­ხე, რომ ეს იყოს პირ­ვე­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა, თუ რო­გორ უნდა დსთ-ს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ღა­ზას სექ­ტო­რი... ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, ბან­დი­ტე­ბი არი­ან, თავ­და­პირ­ვე­ლად, ქარ­თულ მხა­რეს­თან კონ­ტრა­ბან­და­ში იყ­ვნენ ჩარ­თუ­ლი. მას შემ­დეგ, რაც სა­ა­კაშ­ვილ­მა აკ­რძლა, რაც უდა­ოდ მისი სტრა­ტე­გი­უ­ლი შეც­დო­მა იყო, მათ ისღა დარ­ჩე­ნო­დათ, სან­გრებ­ში მსხდა­რიყ­ვნენ და რუ­სუ­ლი ფუ­ლე­ბით "ქარ­თვე­ლი ფა­შის­ტე­ბის­თვის" ეო­მათ.


რე­გი­ონ­ში სრუ­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი კო­ლაფ­სი იყო. მახ­სოვს 1000 რუბ­ლი­ა­ნი კუ­პი­უ­რა მქონ­და, რო­მე­ლიც ვერ­საც ვერ და­მი­შა­ლეს... გა­ფუ­ჭე­ბულ და დან­გრე­ულ წყლის მი­ლე­ბის კომ­პენ­სა­ცი­ას, ძერ­ჟა­ვის მის­ტე­რი­ით აკომ­პენ­სი­რებ­დნენ... მახ­სოვს, ად­გი­ლობ­რივ­მა მას­წავ­ლე­ბელ­მა ავ­ნევ­ში წა­მიყ­ვა­ნა და გა­მარ­ჯვე­ბუ­ლის იე­რით გა­მო­მი­ცხა­და, ეს სამ­ყა­როს გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი ცენ­ტრია, აქე­დან ამე­რი­კა­ზე გა­მარ­ჯვე­ბა და­ი­წყე­ბა.


იქა­უ­რო­ბა ქარ­თვე­ლე­ბით იყო და­სახ­ლე­ბუ­ლი, რომ­ლე­ბიც იმ სა­ქარ­თვე­ლო­შიც ცხოვ­რობ­დნენ, სა­დაც ახა­ლი ავ­ტო­გა­სა­მარ­თი სად­გუ­რე­ბი, გზე­ბი და სა­ა­ვად­მყო­ფო­ე­ბი იყო აშე­ნე­ბუ­ლი. ცხინ­ვალ­სა და და­ნარ­ჩენ სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის ისე­თი­ვე კონ­ტრას­ტი იყო, რო­გორც გა­დამ­წვარ ღა­ზა­სა და თელ-ავივ­ში შო­რის, რად­გან ცხინ­ვა­ლის რე­გი­ონს კო­რუფ­ცია მარ­თავ­და" - წერს ლა­ტი­ნი­ნა.


meduza.io–ს ცნო­ბით, ეს იყო პირ­ვე­ლი ომი 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში, რო­მე­ლიც ევ­რო­პის კონ­ტი­ნენტზე მოხ­და. და­სავ­ლე­თი მას რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ომს უწო­დებს, თა­ვად რუ­სე­თი კი, "სამ­ხრეთ ოსეთ­ში შე­ი­ა­რა­ღე­ბულ კონ­ფლიქტს".


გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, "საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბებ­ში, ერთ მხა­რეს სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი მო­ნა­წი­ლო­ებ­დნენ, მე­ო­რე მხა­რეს კი - რუსი მშვი­დო­ბის­მყო­ფე­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც სამ­ხრეთ ოსე­თი­სა და აფხა­ზე­თის არა­ა­ღი­ა­რე­ბულ რეს­პუბ­ლი­კებ­ში იყ­ვნენ გან­ლა­გე­ბუ­ლი.


რუ­სეთ­სა და სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბა ჯერ კი­დევ 2004 წელს და­ი­ძა­ბა, რო­დე­საც ქვეყ­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სა­თა­ვე­ში მო­სულ­მა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა მიზ­ნად ნა­ტო­ში შეს­ვლა და­ი­სა­ხა. რუ­სეთ­ში დაფრ­თხნენ, რად­გან იყო შან­სი, რომ სა­ქარ­თვე­ლოს კონ­ფლიქ­ტურ რე­გი­ო­ნებ­ში, სამ­ხრეთ ოსეთ­სა და აფხა­ზეთ­ში უცხო ქვეყ­ნე­ბის მშვი­დო­ბის­მყო­ფე­ლე­ბი შე­მო­ვი­დოდ­ნენ. რუ­სუ­ლი მე­დია ამ გეგ­მას ღიად ატ­რი­ა­ლებ­და.


2007 წლის და­სა­წყის­ში, რუ­სე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა ძა­ლებ­მა სა­ქარ­თვე­ლოს­გან აგ­რე­სი­ის შემ­თხვე­ვა­ში სა­პა­სუ­ხო გეგ­მა შე­ი­მუ­შა­ვეს. 2008 წლის აპ­რილ­ში, რუ­სეთ­მა აფხა­ზეთ­ში გაზ­რდი­ლი რა­ო­დე­ნო­ბით სამ­ხედ­რო ბა­ზე­ბი გაგ­ზავ­ნა და იმავდრო­უ­ლად, სა­ქარ­თვე­ლოს­თან დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი კრი­ზი­სის პრო­ვო­ცი­რე­ბა მო­ახ­დი­ნა, რის შემ­დე­გად კონ­ფლიქ­ტუ­რი რე­გი­ო­ნე­ბის ხელ­მძღვან­ლო­ბას უფრო და­უ­ახ­ლოვ­და.


"Коммерсантъ" წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში წერ­და, რომ ჯერ კი­დევ 200-იანი წლე­ბის და­სა­წყი­სი­დან, რუ­სეთ­მა უფ­ლე­ბა მის­ცა სამ­ხრეთ ოსე­თი­სა და აფ­ცა­ზე­თის მო­ქა­ლა­ქე­ებს რუ­სუ­ლი პას­პორ­ტი აე­ღოთ, რაც შემ­დეგ, თა­ვი­სი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის და­სა­ცა­ვად წარ­მა­ტე­ბით გა­მო­ი­ყე­ნა" - წერს გა­მო­ცე­მა meduza.io.


წყარო - ambebi.ge


კომენტარები:

ფართი შოპი