"ქვეყანა უნდა იცნობდეს თავის "გმირებს!"- ზაქარია ქუცნაშვილის ქონებრივი დეკლარაცია 2012 და 2017 წლებში

11 Dec 2017 01:59

„შეაჩერე კორუფცია“ ზაქარია ქუცნაშვილის შთამბეჭდავ ქონებრივ დეკლაეაციას აქვეყნებს:


როგორია ზაქარია ქუცნაშვილის ქონებრივი დეკლარაცია 2012 და 2017 წლებში?



2012 წელს ქუცნაშვილი და მისი ოჯახი ფლობდნენ რამდენიმე უძრავ ქონებას:
აქედან სამი თავად ქუცნაშვილის სახელზეა გაფორმებული, ოთხი კი, მამის, ომარ ქუცნაშვილის სახელზე:
1. მიწის ნაკვეთს სოფელ ხოფცაში, ფართობი - 1000.00 კვ.მ.
2. საცხოვრებელ სახლს ბათუმში (ჰეიდარ ბაშიძის 20/გორგასლის 103, ფართობით - 88.00 კვ.მ.);
3. არასაცხოვრებელი ფართს თბილისში (საბურთალოს 32, ფართობი - 89.00 კვ.მ.);


ომარ ქუცნაშვილის ქონებაა:
1. მიწის ნაკვეთს თიანეთში, სოფელ ხოფცაში, ფართობით 1900.00 კვ.მ.;
2. საცხოვრებელი თიანეთში, სოფელ ხოფცაში, ფართობით 150.00 კვ.მ.;
3. მიწის ნაკვეთს თბილისში, სოფელ აგარაკებში, ფართობით 1500.00 კვ.მ,;
4. საცხოვრებელი სახლი თბილისში, საირმის ქ. ნაკვეთი 85, ფართობი - 600.00 კვ.მ.
არც შეძენის თარიღი და არც ფასი მითითებული არ არის.


ამ დროს ოჯახის კუთვნილებაში იყო რამდენიმე კომპანია:
1. შპს "მიგრანტთა საადვოკატო ბიურო"; შემოსავალი მითითებული არ არის.
2. შპს "ადვოკატები რეპრესირებულთათვის"" (4 500 ლარი)
3. შპს "ზაქარია ქუცნაშვილის საადვოკატო ბიურო" (99 300 ლარი);
4. თეა სანიკიძე: შპს "ნიტაპროქურუმენტგრუპი" (61 000 ლარი);
5. ომარ ქუცნაშვილი: შპს "ჯეოინჟინერინგი" (39 662 ლარი);
6. ომარ ქუცნაშვილი: შპს "აგრა"; შემოსავალი მითითებული არ არის.
7. ომარ ქუცნაშვილი: შპს "ტექნო". შემოსავალი მითითებული არ არის.
შვიდივე კომპანიაში ქუცნაშვილის ოჯახის წევრები პარტნიორები არიან.
---------------------------------------------------------


2017 წლის დეკლარაცია:
ზაქარია ქუცნაშვილის სახელზე გაფორმებული ქონება:
1. ბინა (ნასყიდობა 50 700 აშშ დოლარი) თბილისი, კარტოზიას ქ.#10, ბ.98, 59,90 კვ.მ.;
2. არასაცხოვრებელი ფართი (ნასყიდობა 70 000 აშშ დოლარი)
თბილისი, საბურთალოს #32, 89,00 კვ.მ,;
3. მიწის ნაკვეთი (ნასყიდობა 18 820 აშშ დოლარი) თიანეთი,დაბა სიონი, 941,00 კვ.მ. (33%)
4. მიწის ნაკვეთი (ნასყიდობა, ფასი არ არის მითითებული) სოფ.ხევსურთსოფელში შეძენილ არასაცხოვრებელ
ფართთან ერთად. 602,00 კვ.მ (70%);
5. არასაცხოვრებელი ფართი (ნასყიდობა 15 000 აშშ დოლარი)
თიანეთი,ხევსურთსოფელი, 345,92 კვ.მ. (70%);
6. მიწის ნაკვეთი (ნასყიდობა, ფასი მითითებული არ არის)
არასაცხოვრებელ ფართთან ერთად, სოფ. ზარიძეები, 136,00 კვ.მ.
7. არასაცხოვრებელი ფართი (ნასყიდობა 4 000 აშშ დოლარი)
თიანეთის რაიონი, ზარიძეები, 36,70 კვ.მ.
ომარ ქუცნაშვილი:
1. მიწის ნაკვეთი (კომლის გაყოფა) თიანეთი, სოფელი
ხოფცა, 2019,00 კვ.მ.
2. საცხოვრებელი სახლი (აშენებულია ომარ ქუცნაშვილის მიერ, ფასი - 20000 ლარი), თიანეთი, სოფელი ხოფცა, 155,00 კვ.მ.
3. მიწის ნაკვეთი (ნასყიდობა 5000 აშშ დოლარი) თბილისი, საირმის ქ. ნაკვეთი 85, 430,00 კვ.მ.
4. საცხოვრებელი სახლი (აშენებულია ომარ ქუცნაშვილის მიერ, ფასი 180 000 აშშ დოლარი) თბილისი, საირმის გორა, ნაკვეთი 85, 496,00 კვ.მ.
5. მიწის ნაკვეთი (გადაცემა, 32 000 ლარი) თელავის
მუნიციპალიტეტი, ნაფარეული, 40 009,00 კვ.მ.
თეა სანიკიძე:
1. მიწის ნაკვეთი (ნასყიდობა 30 210 ლარი) თბილისი, დიდი
ლილო, 1590,00 კვ.მ.
2. ბინა (ნასყიდობა 20 000 აშშ დოლარი) თბილისი, დადიანი 7, ბ.8, 104,60 კვ.მ.
თალიკო ლაგაზური:
1. მიწის ნაკვეთი (ნასყიდობა 8 000 ლარი) თელავის
მუნიციპალიტეტი, სოფელი ნაფარეული, 16 000 კვ.მ.
------------------


ფაქტობრივად, ქუცნაშვილების ოჯახის ქონება გაორმაგდა, რადგან 7-დან 15-ს მიაღწია.
ამ ქონებას ემატება:
1. ზაქარია ქუცნაშვილი: მსუბუქი ავტომანქანა - Toyota Land Cruzer Prado (ნასყიდობა 39 000 აშშ დოლარი);
2. ომარ ქუცნაშვილი: მსუბუქი ავტომანქანა - Honda CRV (ნასყიდობა 25 000 აშშ დოლარი).
რაც შეეხება კომპანიებს....
ძველ კომპანიებს დაემატა ორი კომპანია:
1. ომარ ქუცნაშვილის კოოპერატივი "ნაფარეულის ბიო
ღვინო" თელავში; 20%
2. თალიკო ლაგაზაური - იმავე კოოპერატივის 20%.
კომპანიებიდან შემოსავალი ფიქსირდება მხოლოდ ომარ ქუცნაშვილის ერთ კომპანიას და თეა სანიკიძის ერთ კომპანიას.
--------------------


ბოდიშს გიხდით, ამდენი დრო რომ წაგართვით... ალბათ, უფრო მეტი, ვიდრე ქუცნაშვილებს დასჭირდათ ამ ქონების დაგროვებისთვის, მაგრამ ქვეყანა უნდა იცნობდეს თავის "გმირებს"... - წერს „შეაჩერე კორუფცია“.


კომენტარები:

ფართი შოპი