რა საიდუმლო მიმოწერა შედგა მედვედევსა და სააკაშვილს შორის 2008 წელს - დეტალი, რომელიც სარკოზის მემუარებიდან გახმაურდა

08 Aug 2020 16:28

რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომი­დან 12 წელი გა­ვი­და. შე­ი­ა­რა­ღე­ბულ კონ­ფლიქ­ტის შე­ჩე­რე­ბა­ში, თით­ქმის მთე­ლი ევ­რო­პის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი იყ­ვნენ ჩარ­თულ­ნი. რო­გორც მოგ­ვი­ა­ნე­ბით სა­ხელ­მწი­ფოს პირ­ვე­ლი პი­რე­ბი აცხა­დებ­დნენ, სწო­რედ ამ ერ­თო­ბამ და სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბის აქ­ტი­ურ­მა მო­ბი­ლი­ზე­ბამ იხ­სნა სა­ქარ­თვე­ლო რუ­სე­თის სრუ­ლი ოკუ­პა­ცი­ის­გან.


ყვე­ლა­ზე დიდი როლი კონ­ფლიქ­ტის მოგ­ვა­რე­ბა­ში საფ­რან­გე­თის ყო­ფილ­მა პრე­ზი­დენ­ტმა შე­ას­რუ­ლა. აქამ­დე სა­ზო­გა­დო­ე­ბამ მხო­ლოდ იფი­ცი­ა­ლუ­რი მხა­რე იცო­და. 12 წლის შემ­დეგ, ნი­კო­ლა სარ­კო­ზი 500 გვერ­დი­ან წიგნ­ში "ქა­რიშ­ხლე­ბის დრო" კუ­ლუ­ა­რულ ინ­ფორ­მა­ცი­ებს ასა­ჯა­რო­ებს.


"ეს იყო ჩემი პირ­ვე­ლი ქა­რიშ­ხა­ლი ევ­რო­კავ­ში­რის პრე­ზი­დენ­ტის რან­გში" - ასე აფა­სებს სარ­კო­ზი აგ­ვის­ტოს ომის ქრო­ნი­კებს. წიგ­ნის ეს ფრაგ­მენ­ტი იმ­ჟა­მად სა­ფარ­ნა­გეთ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ელჩმა მა­მუ­კა კუ­და­ვამ თარ­გმნა.


AMBEBI.GE-სთან ექ­სპერ­ტე­ბი და ანა­ლი­ტი­კო­სე­ბი კონ­კრე­ტულ მო­ნაკ­ვე­თებს აფა­სე­ბენ.


ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტის მიერ შედ­გე­ნი­ლი ექ­ვსპუნ­ქტი­ა­ნი გეგ­მის ნა­წი­ლია, სა­დაც სარ­კო­ზი პუ­ტინს მო­უ­წო­დებ­და, რუ­სუ­ლი ჯა­რე­ბის სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ის 80%-დან გაყ­ვა­ნის შემ­დეგ, სამ­ხრეთ ოსე­თი­სა და აფხა­ზე­თის ტე­რი­ტო­რი­ე­ბის მო­მა­ვა­ლი სტა­ტუ­სი სა­ერ­თა­შო­რი­სო მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის დო­ნე­ზე გან­ხი­ლუ­ლი­ყო.


"პუ­ტი­ნი დას­თან­ხმდა, როცა ვუ­თხა­რი, რომ ჩემი იდეა იყო მო­მა­ვალ­ში გა­მარ­თუ­ლი­ყო მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი ჟე­ნე­ვა­ში ქარ­თვე­ლებ­სა და რუ­სებს შო­რის, რათა შე­თან­ხმე­ბუ­ლიყ­ვნენ ორი პა­ტა­რა რე­გი­ო­ნის სა­ბო­ლოო სტა­ტუ­სის შე­სა­ხებ". მოგ­ვი­ა­ნე­ბით მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა ეს პუნ­ქტი ამო­ი­ღო.


გე­ნე­რალ ამი­რან სა­ლუქ­ვა­ძის თქმით, თუ რას ემ­სა­ხუ­რე­ბო­და ამ პუნ­ქტის ამო­ღე­ბა, დღემ­დე ბუნ­დო­ვა­ნია.


"ვიდ­რე თა­ვად სა­ა­კაშ­ვი­ლი აღი­ა­რებ­და და სარ­კო­ზი მოჰ­ყვე­ბო­და ამ პუნ­ქტის ამო­ღე­ბის შე­სა­ხებ, და­დი­ო­და ჭო­რე­ბი. მეც ასე მო­ყო­ლით ვი­ცო­დი, რომ რო­დე­საც მედ­ვე­დე­ვის­თვის უთ­ქვამს სარ­კო­ზის, რომ სა­ა­კაშ­ვილ­მა ეს პუნ­ქტი ამო­ი­ღოო, გაკ­ვირ­ვე­ბულ მედ­ვე­დევს უკი­თხავს - თვი­თონ ამო­ი­ღოო? გა­უკ­ვირ­და რუ­სეთს", - აცხა­დებს სა­ლუქ­ვა­ძე.


რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ომის და­წყე­ბამ­დე, ივ­ნი­სის თვე­ში მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­სა და რუ­სე­თის მა­შინ­დელ პრე­ზი­დენტს, დი­მიტ­რი მედ­ვე­დევს შო­რის არ­სე­ბობ­და მი­მო­წე­რა, რო­მე­ლიც გა­სა­ჯა­რო­ე­ბუ­ლი არ არის.


"მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა მედ­ვე­დევს 2008 წლის ივ­ნის­ში წე­რი­ლი მის­წე­რა, თვი­თონ აღი­ა­რებს. ამას მოჰ­ყვა მედ­ვე­დე­ვის პა­სუ­ხი სა­ა­კაშ­ვი­ლი­სად­მი, რო­მელ­საც არ ასა­ჯა­რო­ე­ბენ. მედ­ვე­დე­ვი სა­ა­კაშ­ვილს თბი­ლის­ში ჩას­ვლას სთა­ვა­ზობს, ვი­ზი­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას, რაც არ მომ­ხდა­რა. შე­საძ­ლოა ეს დე­ეს­კა­ლა­ცი­ის კარ­გი სა­შუ­ა­ლე­ბა ყო­ფი­ლი­ყო.


სა­ა­კაშ­ვი­ლი თა­ვის წე­რილ­ში ბა­ზე­ბის და­კა­ნო­ნე­ბას გარ­კვე­უ­ლი ვა­დით, აფხა­ზე­თის გავ­ლე­ნე­ბის ზო­ნე­ბად და­ყო­ფას, ლტოლ­ვი­ლე­ბის დაბ­რუ­ნე­ბას და ბევრ რა­მეს სთა­ვა­ზობს. თუმ­ცა მედ­ვე­დე­ვის წე­რი­ლის ში­ნა­არ­სი დღემ­დე უც­ნო­ბი" - აცხა­დებს ამი­რან სა­ლუქ­ვა­ძე.


"სა­ა­კაშ­ვილს თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ეროვ­ნულ გრძნო­ბებ­ზე მოქ­მე­დე­ბა სურ­და, სა­მა­გი­ე­როდ კი მხო­ლოდ რუ­სუ­ლი დათ­ვის გაღ­ვი­ძე­ბა მო­ა­ხერ­ხა. მისი ბუ­ნაგ­ში დაბ­რუ­ნე­ბა სა­სი­ა­მოვ­ნო საქ­მე არ იქ­ნე­ბო­და" - წერს საფ­რან­გე­თის ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი მე­მუ­ა­რებ­ში.


მე­მუ­ა­რე­ბის ამ ნა­წილს "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რი რო­მან გო­ცი­რი­ძე აფა­სებს:


"არას­წო­რია ლა­პა­რა­კი იმა­ზე, რომ თით­ქოს ვი­ღა­ცამ გა­აღ­ვი­ძა რუ­სუ­ლი დათ­ვი, რუ­სულ დათვს არა­სო­დეს ეძი­ნა, ის მუ­დამ მღვი­ძა­რე მდგო­მა­რე­ო­ბა­შია სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში. ყვე­ლა ომი, რაც იყო საბ­ჭოთ­რა კავ­შირ­ში, იყო ამ დათ­ვის აგ­რე­სი­უ­ლი ქმე­დე­ბე­ბი", - აცხა­დებს გო­ცი­რი­ძე, თუმ­ცა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის "სარ­კო­ზი­სე­ულ" და­ხა­სი­ა­თე­ბას ეთან­ხმე­ბა.


"სარ­კო­ზი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს აქებს, რო­გორც უნი­კა­ლუ­რი ნი­ჭი­სა და გა­ნათ­ლე­ბის მქო­ნე ადა­მი­ანს, პო­ლიგ­ლოტს. რუ­სე­თი არის აგ­რე­სო­რი და მან გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა ჩვე­ნი ქვეყ­ნის ოკუ­პა­ცია!


ზო­გა­დად მე­მუ­ა­რე­ბი თა­ვი­სე­ბუ­რია ჟან­რია. შე­ვარ­დნა­ძემ და­წე­რა მე­მუ­ა­რე­ბი და თუ წა­ი­კი­თხვათ, შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა შე­გექ­მნე­ბათ, რომ საბ­ჭო­თა კავ­ში­რი მან და­შა­ლა და სამ­ყა­რო მის ირ­გვლივ ტრი­ა­ლებ­და. მე­მუ­ა­რებ­ში სა­კუ­თა­რი რო­ლის გაძ­ლი­ე­რე­ბა ხდე­ბა, ეს ჟან­რის კა­ნო­ნია", - გა­ნა­ცხა­და რო­მან გო­ცი­რი­ძემ AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში.


ვლა­დი­მირ პუ­ტინს არც ნი­კო­ლა სარ­კო­ზი ენ­დო­ბო­და. კონ­ფლიქ­ტუ­რი სა­ხელ­წი­ფო­ე­ბის "შუ­ა­მა­ვა­ლი" მოგ­ვი­ა­ნე­ბით სა­სი­ა­მოვ­ნოდ გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი დარ­ჩა, რად­გან პუ­ტინ­მა სი­ტყვა შე­ას­რუ­ლა.


"და ბო­ლოს, და პა­რა­დოქ­სუ­ლად, ჩემი ნდო­ბის ურ­თი­ერ­თო­ბა რუს მმარ­თვე­ლებ­თან თვალ­ში­სა­ცე­მად კომ­ფორ­ტუ­ლი, მე­ტიც - გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი გა­მო­ვი­და. პუ­ტინ­მა სი­ტყვა შე­ას­რუ­ლა. ჩვენ შეგ­ვეძ­ლო და ვალ­დე­ბუ­ლიც ვი­ყა­ვით ამი­ე­რი­დან ნდო­ბა გვქო­ნო­და მათი" - წე­რია მე­მუ­ა­რებ­ში.


"სტრა­ტე­გი­უ­ლი კვლე­ვე­ბის კავ­კა­სი­უ­რი ცენ­ტრის" ხელ­მძღვა­ნე­ლი, ექ­სპერ­ტი მა­მუ­კა არე­ში­ძე პუ­ტინ­სა და სა­ა­კაშ­ვილს შო­რის არ­სე­ბულ მტრულ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას აა­ნა­ლი­ზებს.


"რო­გორც პუ­ტი­ნი ამ­ბობ­და შემ­დგომ­ში, მან 2005 წლი­დან რამ­დენ­ჯერ­მე ვი­თომ მო­ი­ლა­პა­რა­კა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან, თუმ­ცა სა­ა­კაშ­ვილ­მა ყვე­ლა ეს შე­თან­ხმე­ბა და­არ­ღვია. ჩვენ გვახ­სოვს, 2005 წლის შეხ­ვედ­რა სან­კტ-პე­ტერ­ბურ­გში, ცნო­ბი­ლი გა­მოთ­ქმა სა­ა­კაშ­ვი­ლი­სა - ჩავ­ხე­დე პუ­ტინს თვა­ლებ­ში და იქ და­ვი­ნა­ხე... მოკ­ლედ რა და­ი­ნა­ხა კაც­მა არ იცის, მაგ­რამ აქო და ადი­და პუ­ტი­ნი. ამის შემ­დეგ ჩა­ვი­და საფ­რან­გეთ­ში და რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა, ან­ტი­რუ­სუ­ლი. პუ­ტინს სა­ა­კაშ­ვი­ლი ზე­დე­მე­ტად აღი­ზი­ა­ნებ­და, ამ­ბობ­და კი­დეც, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლის ნდო­ბა არ შე­იძ­ლე­ბო­და" - იხ­სე­ნებს მა­მუ­კა არე­ში­ძე.


წყარო - ambebi.ge


კომენტარები:

ფართი შოპი