გიგი წერეთელი: ამ ქვეყანაში ოკუპაციას არავინ შეეგუება და ის უზარმაზარი მსხვერპლი რაც გაიღო ჩვენმა ქვეყანამ არ ჩაივლის უკვალოდ

08 Aug 2020 19:39

ევროპული საქართველოს ზეტაფონი, თერჯოლა, ბაღდათი, ტყიბული მაჟორიტარობის კანდიდატი ზესტაფონის რაიონის სოფელ შორაპანში იმყოფებოდა სადაც გვირგვინით შეამკო ზაზა ფერაძის სახელობი მემორიალი, რომელიც 2008 წლის ომში დაიღუპა რომელსაც დარჩა ორი მცირეწლოვანი შვილი.


„დღეს ჩვენ პატივი მივაგეთ  ქართველი გმირის, ზესტაფონის მკვიდრის -ზაზა ფერაძის ხსოვნას. ეს ჩვენი ქვეყნის ის ერთ-ერთი ძალიან ღირსეული წარმომადგენელია,  ვინც თავის სამშობლოსთვის დადო თავი თავის თანამებრძოლების გადასარჩენად, ქვეყნის დასაცავად და ეს არის სწორედ  ის მაგალითი, რომელიც ჩვენ ყველას გვაძლევს ძალიან დიდ   მოტივაციას და მომავალ თაობებსაც, რომ  ბრძოლა სამშობლოსთვის არის სასციცოცხლოდ მნიშვნელოვანი, რომ ოკუპაციას არავინ შეეგუება და ის უზარმაზარი მსხვერპლი, რაც გაიღო ჩვენმა ქვეყანამ, რათქმაუნდა არ ჩაივლის უკვალოდ“ - განაცხადა გიგი წერეთელმა.



კომენტარები:

ფართი შოპი