თამარ ბაჩალიაშვილის ძმა: არ დავუშვებ ჩემი ოჯახის ღირსების შელახვას

08 Aug 2020 19:42

თამარ ბაჩალიაშვილის ძმის გიორგი ბაჩალიაშვილის განცხადებით, ის ყველა ადამიანს, ვინც მისი ოჯახის ღირსების შელახვას შეეცდება, სათანადო პასუხს გასცემს.


„მინდა მივმართო ყველა იმ ადამიანს თუ არაადამიანს, ვინც დაკავებულია ჩემი, მამაჩემის და დედაჩემის, ჩემი ოჯახის ღირსების შელახვით. ჩემს დასთან ერთად ვიზრდებოდი დაახლოებით 21 წელი, მამაჩემის და დედაჩემის ყურადღება და სიყვარული არ მომკლებია. ყველა იმ ადამიანს მინდა მივმართო, ვინც კლავიატურაზე კაკუნით არის დაკავებული, რომ მობრძანდეს ჩემს სახლთან და სათანადო პასუხს გავცემ. არ დავუშვებ, მამაჩემის ღირსება შელახონ. მამაჩემის ყურადღება მე და ჩემს დას არ მოგვკლებია“, – განაცხადა გიორგი ბაჩალიაშვილმა.



კომენტარები:

ფართი შოპი