თამარ ბაჩალიაშვილის მამა, ჯუმბერ ბაჩალიაშვილი არ გამორიცხავს, რომ მისი შვილის ტელეფონიდან გარკვეული ინფორმაცია წაშლილი იყოს.
„ის ფაქტი, რომ მობილური ტელეფონი ოჯახის თანდასწრებით არ გაიხსნა, იმაზე მიუთითებს, რომ გამოძიება დამნაშავეებს ხელს აფარებს. ძალიან უკმაყოფილო დავრჩით. კომპიუტერი ხომ გაიხსნა და ტელეფონიც ასე დაგვახვედრეს. მოვითხოვეთ, რომ ხელახლა დაილუქოს და ძება დაიწყოს.
ბატონმა შოთაძემ სიტყვა მოგვცა, რომ თვითონ აიყვანს ამ საქმეს კონტროლზე. ჩვენი მოთხოვნები გულთან მიიტანა კაცმა და პასუხები გაგვცა. ბატონი შოთაძის სიტყვას ვენდობი და მე მგონი, საქმე კარგად წავა“, – განაცხადა ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა.