სოზარ სუბარი: დარწმუნებული ვარ, ჩვენი მეგობრების მხარდაჭერით, საქართველო მალე გახდება NATO-ს წევრი

08 Aug 2020 20:09

დარწმუნებული ვარ, ჩვენი მეგობრების მხარდაჭერით, საქართველო მალე გახდება NATO-ს წევრი, – ამის შესახებ რეგიონული განვითარების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, სოზარ სუბარმა ამერიკელი კონგრესმენ ადამ კინზინგერის განცხადებაზე კომენტირებისას განაცხადა.


„ჩვენ ვართ ყველაზე დიდი პარტნიორი NATO-სი, NATO-ს არაწევრ ქვეყნებს შორის და ბევრ ქვეყანაზე დიდი კონტრიბუცია შეგვაქვს იმ მიზნების შესრულებაში, რაც NATO-ს მიზნებია და რასაც NATO აკეთებს. აქამდეც კარგი იქნებოდა ეს მხარდაჭერა ყოფილიყო ზოგიერთი ევროპული ქვეყნისგან, თუმცა აშშ და ძალიან ბევრი NATO-ს წევრი ქვეყანა არის ჩვენი ყოველდღიური მტკიცე მხარდამჭერი. დარწმუნებული ვარ, რომ მალე გახდება საქართველო NATO-ს წევრი ჩვენი მეგობრების მხარდაჭერით“,- განაცხადა სოზარ სუბარმა.


შეგახსენებთ, კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა საერთაშორისო ონლაინ კონფერენციაზე – „მშვიდობა და უსაფრთხოება რეგიონში: დეოკუპაციისთვის ბრძოლის 12 წელი“ განაცხადა, რომ დადგა დრო, საქართველო გახდეს NATO-ს სრულუფლებიანი წევრი.



კომენტარები:

ფართი შოპი