საქართველოს აქვს ყველა წინაპირობა, რომ გახდეს NATO-ს სრულუფლებიანი წევრი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
„ზუსტადაც იმ სტანდარტის არის საქართველო თავისი სამხედრო აქტივობებით, დემოკრატიული ინსტიტუტებით და მომავლისკენ გამიზნული სტრატეგიული გეგმებით, რომ იყოს NATO-ს თანაბარუფლებიანი წევრი. საქართველოს არაერთი რესურსი გაიღო, რათა NATO-ს სისტემამ შექმნას საიმედო კონტროლი ტერორიზმის, ნარკოტიკებისა და საერთაშორისო კრიმინალის გავრცელების სფეროში. კონგრესმენ ადამ კინზინგერის შეფასება იყო მოკლე, მაგრამ მთლიანად იდეა და აზრი არის სწორედ ის, რაზეც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ. NATO-ს წევრი ქვეყნების პოზიციები განსხვავდება ერთმანეთისგან, მაგრამ ვისაუბროთ კინზინგერისა და სხვა ევროპელი პოლიტიკოსების შეფასებაზე, ვინაიდან ნატო არ არის მხოლოდ სამხედრო ორგანიზაცია, ეს პოლიტიკური ორგანიზაციაა და როდესაც საქართველოს რესურს წონი, ყველაფერი გასათვალისწინებელია. საქართველო ოკუპირებული ტერიტორიებით არსებობს სამწუხაროდ, მაგრამ ფაქტია, რომ მთლიანად საქართველო არის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრი. ვარიაციები სხვადასხვაა, მაგრამ კინზინგერის განცხადება უკავშირდება საქართველოს დღევანდელ სტატუს ყველა მიმართულებით“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.