თეა წულუკიანი: არასდროს არ არის შვილის ყოლა და ოჯახის შექმნა გვიანი...

11 Dec 2017 02:36

თეა წულუკიანი,  იუსტიციის მინისტრი:  


_ჩემი შვილი 9 თვის ხდება. არის გოგო, რაც ძალიან მიხარია. ვფიქრობ, უფრო მეტი ქალი სჭირდება ჩვენს ქვეყანას იმისთვის, რომ უკეთესი მომავალი ჰქონდეს და უფრო მეტი ქართველი იყოს ჩვენს ქვეყანაში. ამისთვის აუცილებელია ბევრი ჯანმრთელი, განათლებული და ძლიერი ქალი. მას მერიკო ჰქვია - ჩემი გამზრდელი ბებიას სახელი, რაც ძალიან მიხარია. ასრულებს სიმბოლურად იმ როლს, რომ მომავალში მიაქვს ის წარსული, რომელიც მინდა რომ მუდამ იყოს ცოცხალი და ასევე ჩემთვის ვფიქრობდი, თუკი ჩემი მაგალითი სხვა ქალებსაც, საქართველოს ქალებსაც მისცემს იმის განცდას რომ არასდროს არ არის შვილის ყოლა გვიანი, არასდროს არ არის ოჯახის შექმნა გვიანი, რა თქმა უნდა ბედნიერი ვიქნები, იმიტომ რომ ეს სტერეოტიპიც არსებობს.


"აპირესი"


კომენტარები:

ფართი შოპი