საიმონ ქაუელი ელექტრო ველოსიპედიდან გადმოვარდა და ხერხემალი დაიზიანა

10 Aug 2020 12:33

,,BBC"-ის ცნობით, მუსიკოსი საიმონ ქაუელი ელექტრო ველოსიპედიდან გადმოვარდა და ხერხემალი დაიზიანა. 

საიმონი თავის 6 წლის ვაჟთან ერიკთან ერთად ახალ ელექტრო ველოსიპედებს ტესტავდა და უბედური ინციდენტიც სწორედ ამ დროს მოხდა.


საიმონის სპიკერის განმარტებით, 60 წლის მუსიკოსი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას ოპერაცია უტარდება. სპიკერის თქმით, საიმონი თავს კარგად გრძნობს და საიმედო ხელში იმყოფება.


საიმონი ფართო აუდიტორიისთვის The X Factor-იდან და Britain's Got Talent-იდანაა ცნობილი.




კომენტარები:

ფართი შოპი