პაატა ბურჭულაძე მთავარ პროკურატურაში დაიბარეს

11 Dec 2017 18:58

ბურჭულაძე საგამოძიებო უწყებაში მოწმის სტატუსითაა დაბარებული და იქ ის 13 დეკემბერს უნდა გამოცხადდეს. უწყება გამოკითხვაზე დაბარების შესახებ, პაატა ბურჭულაძის ოჯახის წევრებმა დღეს ჩაიბარეს.

 

საქმე ეხება ფონდის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით შესაძლო მითვისება-გაფლანგვისფაქტზე დაწყებულ გამოძიებას.


„იავნანას“ ფინანსური საქმიანობის შესწავლის თხოვნით მთავარ პროკურატურას „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ“ 14 სექტემბერს მიმართა. მთავარ პროკურატურაში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.




კომენტარები:

ფართი შოპი