1 გარდაცვლილი პოლიციელი და 170-ზე მეტი დაშავებული - არეულობა ბეირუთში

10 Aug 2020 13:52

ლიბანში მიმდინარე ანტისამთავრობო საპროტესტო აქციის დასაშლელად სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.


"წითელი ჯვრის" ცნობით, შეტაკებების დროს ერთი პოლიციელი დაიღუპა, 170-ზე მეტი ადამიანი კი დაშავდა.


აქციის მონაწილეებმა, რომლებიც "პარლამენტის მოედანსა" და "მარტირსის მოედანზე" შეიკრიბნენ და მთავრობის გადადგომას და რეფორმებს ითხოვდნენ, სამართალდამცველებს ქვები დაუშინეს და პარლამენტისკენ მიმავალ გზაზე პოლიციის კორდონის გარღვევა სცადეს.



კომენტარები:

ფართი შოპი