სოფელ ყარაჯალარში საკარანტინო რეჟიმი მოიხსნა

10 Aug 2020 14:20


ქვემო ქართლის გუბერნატორის, შოთა რეხვიაშვილის განცხადებით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარში საკარანტინო რეჟიმი მოიხსნა. გუბერნატორის განცხადებით, ბლოკპოსტები წუხელ, 00:00 საათიდან მოიხსნა და სოფელი ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდა.


„ჩვენ ამ დღეების განმავლობაში ეპიდემიოლოგებთაან ერთად ვემზადებოდით ხელახალი მასობრივი კვლევების ჩატარებისთვის სოფელ ყარაჯალარში, რომ ეს პროცესი ყოფილიყო მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში და მასშტაბური. ამისთვის მუდმივ დიალოგში ვიყავით ადგილობრივ მოსახლეობასთან და ერთობლივი ძალისხმევით, მათი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით შევძელით, რომ ორ დღეში, პარასკევსა და შაბათს 1552 ადამიანი შემოწმდა და საკვლევი მასალები გადაიგზავნა ლუგარის ლაბორატორიაში. ამ მომენტისათვის 1425 კვლევა დასრულებულია. შედეგად მხოლოდ ერთი ოჯახიდან იყო ერთი შემთხვევა.

ამ დროისთვის მხოლოდ 127 საკვლევი მასალის პასუხს ველოდებით. შესაბამისად, რადგან შეფასდა, სოფელში მასობრივი გავრცელება არ არის, არის ძალიან იშვიათი და ერთეული შემთხვევები, მივიღეთ გადაწყეტილება, რომ საკარანტინო რეჟიმი მოიხსნას“, – აღნიშნა იშოთა რეხვიაშვილმა.




კომენტარები:

ფართი შოპი