როგორ შეიცვლება თვითმფრინავის ბორტი პანდემიის შემდეგ

10 Aug 2020 14:47

კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ამ ჩვე­ნი ყო­ველ­დღი­უ­რი ცხოვ­რე­ბა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შეც­ვა­ლა. მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით არა­ერთ ბიზ­ნეს­სა თუ სფე­როს ახალ რე­ა­ლო­ბა­ზე მორ­გე­ბა მო­უ­წია.


მათ შო­რის არის ავი­ა­ცია, რო­მელ­საც პან­დე­მი­ამ უზარ­მა­ზა­რი ზა­რა­ლი მი­ა­ყე­ნა და შე­ჩე­რე­ბუ­ლი ავი­ა­რე­ი­სე­ბის გამო არა­ერ­თი კომ­პა­ნია გა­კოტ­რე­ბის პი­რას მი­იყ­ვა­ნა. სა­ერ­თა­შო­რი­სო სატ­რან­სპორ­ტო ასო­ცი­ა­ცი­ის მი­ხედ­ვით, პან­დე­მი­ამ­დელ მდგო­მა­რე­ო­ბამ­დე მის­ვლას ავი­ა­ცია 2024 წლამ­დე ვერ შეძ­ლებს.


ამას­თან, არა­ერთ ავი­ა­კომ­პა­ნი­ა­ში უკვე იმა­ზე და­ი­წყეს ფიქ­რი, თუ რა ცვლი­ლე­ბე­ბი უნდა გან­ხორ­ცი­ელ­დეს თვითმფრი­ნა­ვის ბორტზე, რათა მსგავ­სი სი­ტუ­ა­ცი­ის შემ­თხვე­ვა­ში მგზავ­რო­ბა უფრო უსაფრ­თხო და და­ცუ­ლი გახ­დეს.


ბრი­ტა­ნულ­მა კომ­პა­ნია PriestmanGoode-მ წარ­მო­ად­გი­ნა სა­კუ­თა­რი ხედ­ვა, თუ რო­გო­რი უნდა გახ­დეს თვითმფრი­ნა­ვე­ბი პოსტპან­დე­მი­ურ პე­რი­ოდ­ში.


მათი თქმით, პირ­ველ რიგ­ში, უნდა გა­ი­ზარ­დოს სა­ვარ­ძლებს შო­რის მან­ძი­ლი, რათა მგზავ­რებ­მა ერ­თმა­ნეთს შო­რის დის­ტან­ცი­ის დაც­ვა შეძ­ლონ. ამასთან, ისი­ნი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ 3 ერ­თმა­ნეთ­თან ახ­ლოს მდე­ბა­რე სა­ვარ­ძლის ნაც­ვლად უკე­თე­სი იქ­ნე­ბა თუ ისი­ნი 2-2 ნა­წი­ლად და­ი­ყო­ფი­ან.


კომ­პა­ნი­ის გან­მარ­ტე­ბით, ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით სა­ვარ­ძლე­ბის ყო­ველ მე­ო­რე რიგს შო­რის სპე­ცი­ა­ლუ­რი ბა­დე­ე­ბი უნდა გა­კეთ­დეს, რომ­ლე­ბიც სკა­მე­ბის ზე­მოთ და­მაგრდე­ბა. ეს მგზავ­რებს ჰა­ერ­წვე­თო­ვა­ნი გზით გა­დამ­დე­ბი და­ა­ვა­დე­ბე­ბის გავ­რცე­ლე­ბის­გან და­ი­ცავს.


PriestmanGoode-ში ფიქ­რო­ბენ, რომ თვითმფრი­ნა­ვის ბორტზე აუ­ცი­ლე­ბე­ლია უფრო ახა­ლი და თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბა, რომ­ლე­ბიც მგზავ­რებს სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს სენ­სო­რის მეშ­ვე­ო­ბით სხვა­დას­ხვა ოპე­რა­ცი­ე­ბი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლონ და ნაკ­ლე­ბი შე­ხე­ბა ჰქონ­დეთ მო­წყო­ბი­ლო­ბებ­თან.







წყარო - ambebi.ge



კომენტარები:

ფართი შოპი