პირდაპირ ვაცხადებ, ყველა პროდასავლურ კანდიდატს მხარს ვუჭერ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ზურაბ „გირჩი“ ჯაფარიძის დიდუბე-ჩუღურეთის ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატურასთან დაკავშირებით დასმული კითხვის კომენტირებისას განაცხადა.
„ვფიქრობ, მას შეუძლია თავისი წვლილი შეიტანოს საერთო ოპოზიციურ გამარჯვებაში. ამაზე გვექნება მსჯელობა და საერთო პოზიციებს ჩამოვაყალიბებთ. მივესალმები, უფრო და უფრო მეტი შეთანხმებისკენ მივდივართ, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მთავარი არის, დავამარცხოთ სიღარიბე და დავიწყოთ აღმშენებლიბის პროცესი. ყველას შეუძლია ამაში მონაწილეობის მიღება“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ზურაბ ჯაფარიძე „გირჩის“ სახელით დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში იყრის კენჭს. ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა სოციალურ ქსელში დაწერა.