შეეხება თუ არა 200-ლარიანი დახმარება საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს?

10 Aug 2020 16:35

საქართველოს მთავრობა 17 წლამდე ასაკის ბავშვებს ერთჯერადად 200-ლარიან დახმარებას გაუწევს. ამის შესახებ განცხადება პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ გააკეთა.


აღნიშნული დახმარება კორონავირუსის პანდემიის სოციალურ პაკეტშია გათვალისიწნებული.

 

მთავრობის ამ გადაწყვეტილების შემდეგ, ბავშვიანი ოჯახები ინტერესდებიან შეეხება, თუ არა 200-ლარიანი დახმარება საბავშვო ბაღის ასაკში მყოფ ბავშვებსაც? ხომ არ არის ეს დახმარება გათვალისიწნებული მხოლოდ სკოლის მოსწავლეებზე?

 

ამის დასაზუსტებლად „პრაიმტაიმი“ მთავრობის ადმინისტრაციას დაუკავშირდა, სადაც განგვიმარტეს, რომ დახმარება გავრცელდება საბავშვო ბაღის აღსაზრდელებზეც. მთავრობაში კიდევ ერთხელ განმარტეს, რომ დახმარებას მიიღებს 17 წლის ასაკამდე საქართველოს ყველა მოქალაქე.



კომენტარები:

ფართი შოპი