ბეირუთში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 200-მდე გაიზარდა

10 Aug 2020 16:41

ლიბანის დედაქალაქში, ბეირუთში მომხდარი მძლავრი აფეთქების მსხვერპლთა რიცხვი 200-მდე გაიზარდა.


ბეირუთის გუბერნატორის მარვან აბოუდის განცხადებით, ათობით ადამიანს ამ დრომდე ეძებენ. მათი დიდი ნაწილი უცხოელი მუშაა.


ძლიერი აფეთქება ბეირუთის პორტში 4 აგვისტოს საღამოს მოხდა, რამაც ქალაქში შენობების ნგრევა გამოიწვია. მომხდარი აფეთქების შედეგად, 300 ათასი ადამიანი თავშესაფრის გარეშე დარჩა. მომხდარს ლიბანში ანტისამთავრობო აქციები მოჰყვა. მოქალაქეები ხუთი დღის წინ მომხდარ აფეთქებას აპროტესტებენ, ხელისუფლებას გულგრილობაში ადანაშაულებენ და მთავრობის გადადგომას მოითხოვენ.




კომენტარები:

ფართი შოპი