ეკატერინე ტიკარაძე: ყველა სკოლა ემზადება, რომ სასწავლო პროცესი უხარვეზოდ და უსაფრთხოდ დაიწყოს

10 Aug 2020 16:58

ყველა სკოლა ემზადება, რომ სასწავლო პროცესი უხარვეზოდ და უსაფრთხოდ დაიწყოს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით განაცხადა.


„სწავლასთან დაკავშირებით შემიძლია ვთქვა, რომ ინტენსიური სამუშაო პროცესი გაიმართა განათლების სამინისტროსთან ერთად. მათ აქვთ დეტალური გაიდლაინები, თუ როგორი უნდა იყოს სწავლის ფორმატი 15 სექტემბრიდან და ყველა სკოლა განათლების სამინისტროსთან ერთად ემზადება, რომ უხარვეზოდ და უსაფრთხოდ დაიწყოს სწავლა ჩვენი ბავშვებისთვის“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.




კომენტარები:

ფართი შოპი