იმედია, გია ვოლსკი პარტიული აპარატისა და ადმინისტრაციული რესურსის მიღმა არ დაიმალება , – ამის შესახებ „გირჩის“ დამფუძნებელმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.
„ჩემი კონკურენტი „ოცნებიდან“ არის გია ვოლსკი. მოვუწოდე, ბატონ გიას, ნებისმიერ ეთერში, ნებისმიერ დროს, მზად ვარ, მასთან ერთად დავჯდე და ვისაუბრო ქვეყნის მნიშნვნელოვან პრობლემებზე. ჩემი აზრით, ის იქნება კონკურენტული და იმედი მაქვს, ბატონი გია არ დაიმალება პარტიული აპარატისა და ადმინისტრაციული რესურსის მიღმა, რასაც „ქართული ოცნება“ იყენებს არჩევნებისთვის და ამაზე არ დადებს ფსონს, გამოვა საჯაროდ ისაუბრებს ჩემთან ერთად ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე“, – აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.