ეკატერინე ტიკარაძე: ექიმებს, რომლებსაც კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებთან უწევთ მუშაობა, დამატებითი რეგულაციები დაუწესდებათ

10 Aug 2020 17:31

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, იგეგმება დამატებითი რეგულაციების დაწესება იმ ექიმებისთვის, რომლებიც კირონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებთან მუშაობენ, რათა ექიმი ინფიცირების წყარო არ გახდეს სხვა პაციენტებისთვის.


„ჩვენ გვქონდა თხოვნა პირველ დღეებში, შემდეგ არაერთი მიმართვა და მოწოდება. რა თქმა უნდა, ყველა ეს მოწოდება იყო შიდა სამუშაოების ჩატარების ფონზე. მათთვის დეტალურად იყო ახსნილი, თუ რა რისკებს შეიცავდა ყოველივე ეს. გეთანხმებით, რომ კვლავაც არსებობენ ისეთი ექიმები, რომლებიც რამდენიმე ადგილზე მუშაობენ და შესაბამისად, იქმნება ძალიან დიდი რისკი. სამინისტრო მუშაობს კონკრეტულად დამატებითი რეგულაციების შექმნაზე და ჩვენ უმოკლეს ვადებში მივიღებთ ამ რეგულაციებს, რათა იმ ექიმებს, რომლებიც „კოვიდიდან“ თავისუფალ პაციენტებს მკურნალობენ, არ შეექმნათ რისკი და პაციენტზე ინფექციის გადამტანი არ გახდეს ექიმი“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.



კომენტარები:

ფართი შოპი