ეკატერინე ტიკარაძე: კორონავირუსის შემთხვევების მატება ინფექციის პიკს არ უკავშირდება

10 Aug 2020 18:03

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების მატება ინფექციის პიკს არ უკავშირდება.


„ეს არის გარკვეული პროცესი, რომელიც ხასიათდება გარკვეული რიცხოვნობის ზრდით. ეს არ გახლავთ შესაძლო პიკი, რომელსაც შემოდგომაზე ველოდებით. შემოდგომაზე, ისევე როგორც მსოფლიოს ყველა სხვა ქვეყანა, ჩვენც ველოდებით გარკვეულ გამწვავებებს. სწორედ აქედან გამომდინარეობს ჩვენი მოსახლეობის მაქსიმალურად ინფორმირებულობა. რაც შეეხება საკარანტინო პერიოდს, ისევე როგორც ყველა მუნიციპალიტეტში, სადაც მსგავს აფეთქებას ჰქონდა ადგილი, მნიშვნელოვანია, რომ გავლილი იყოს ორი საკარანტინო პერიოდი, რაც ნიშნავს 28 დღეს. გამომდინარე იქიდან, თუ რა დასკვნებს გააკეთებენ ეპიდემიოლოგები, იქნება დამატებით მიღებული გადაწყვეტილება, შემცირდება ეს პერიოდი, თუ დარჩება 28 საკარანტინო დღედ“, – განაცხადა ტიკარაძემ.




კომენტარები:

ფართი შოპი