ჯენიფერ ლოპესის ოჯახური გასეირნება ნიუ-იორკში

10 Aug 2020 21:39

სპორტულს სამოსში გამოწყობილი ჯენიფერ ლოპესი, საქმროსთან ალექს როდრიგესთან და შვილებთან ერთად ნიუ-იორკში, ცენტრალ პარკში ველოსიპედებით გამოჩნდა, მომღერალმა ბრჭყვიალა ვარდისფერი სახის ნიღაბი მოირგო, რომელიც როგორც აღმოჩნდა დიზაინერ Katie May-ს ნამუშევარია და 26$ ღირს.


ცენტრალ პარკში გასეირნების ოჯახური ფოტოები ჯენიფერმა სოციალურ ქსელში განათავსა „ჩვენ სახის ნიღბებს საკუთარი თავებისა და ერთმანეთის დასაცავად ვატარებთ. პირბადის ტარება ნიშნავს ზრუნვას“ – დაწერა მომღერალმა ფოტოკოლაჟის აღწერაში.


ჯენიფერ ლოპესს ტყუპები, ემა და მაქსიმილიანე მარკ ანტონისთან 10-წლიანი ქორწინებიდან ჰყავს, მარკისა და ჯეილოს ქორწინება 2014 წელს დასრულდა. მას შემდეგ, მომღერალი ალექს როდრიგესს ხვდება, რომელზეც ჯენიფერი გასულ წელს დაინიშნა და დღემდე მოუთმენლად ველით მათ პომპეზურ ქორწილს.








წყარო - regarder.ge


კომენტარები:

ფართი შოპი