მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევათა რიცხვმა 20 მილიონს გადააჭარბა

10 Aug 2020 21:57

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობამ 20 მილიონს გადააჭარბა. პანდემიის დასაწყისიდან დღემდე, მსოფლიოში ვირუსს 734 ათასი ადამიანი ემსხვერპლა, 12,9 მილიონი გამოჯანმრთელდა.


ამჟამად, მსოფლიოში კორონავირუსის 6,3 მილიონი აქტიური შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 64 829 პაციენტი კრიტიკულ მდგომაროებაშია.


ინფიცირებულთა რაოდენობის მიხედვით, პირველ ადგილზეა ამერიკის შეერთებული შტატები, სადაც ვირუსის ხუთ მილიონზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული. ბრაზილიაში სამ მილიონზე მეტია ინფიცირებული. მესამე ადგილზეა ინდოეთი, ქვეყანაში კორონავირუსის 2,2 მილიონი შემთხვევაა გამოვლენილი.



კომენტარები:

ფართი შოპი