დავით ბაქრაძე: ხალხისთვის ცხოვრების შეცვლის გზა და გასაღები არის სწორედ მომავალი საპარლამენტო არჩევნები

11 Aug 2020 15:24

’ევროპული საქართველოს" ლიდერი დავით ბაქრაძე და ევროპული საქართველოდან თელავი, ახმეტა, ყვარელი ლაგოდეხის მაჟორიტარობის კანდიდატი ზურაბ ჭიაბერაშვილი ყვარელში მოსახლეობას შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო. მოსახლეობა საუბარში აქცენტს ამახვილებს, ფასების ზრდაზე, მომატებულ კრიმინალზე, უმუშევრობაზე. ადგილობრივების განცხადებით, არჩევნებზე ხალხი ელოდება ცვლილებებს. 


დავით ბაქრაძემ ადგილობრივებთან 2020 -წლის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ’ევროპულ საქართველოს" ექნება ძლიერი მხარდაჭერა ოპოზიციასთან ერთად, არჩევნებში დამარცხდება ‘ქართული ოცნება", ქვეყანაში შეიქმნება პროდასავლური მთავრობა, რომელიც ქვეყანას წაიყვანს წინ.

 

"ძალიან დიდი ინტერესია მოსახლეობის მხრიდან მომავალი არჩევნების მიმართ, ევროპული საქართველოს პროგრამის მიმართ და ეს აიხსნება მარტივად - ადამიანებს აღარ სურთ იმ პობლემებში ცხოვრება რომელშიც ქვეყანა და ხალხი შეიყვანა ’ქართულმა ოცნებამ", ადამიანებს აღარ სურთ მუდმივად ფიქრი უმუშევრობაზე, სიღარიბეზე, შემოსავლის არ არსებობაზე, ფასების გაძვირებაზე, უიმედობაზე და კრიმინალზე, ამიტომ არსებობს ეს ინტერესი და ხალხი ხედავს, რომ მათი ცხოვრების შეცვლის გზა და გასაღები არის სწორედ მომავალი საპარლამენტო არჩევნები, მე დარწმუნებული ვარ, რომ ევროპულ საქართველოს ექნება ძალიან ძლიერი მხარდაჭერა და დანარჩენ ოპოზიციასთან ერთად ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ ამ არჩევნებში, დავამარცხებთ "ქართულ ოცნებას" და ქვეყანაში შევქმნით პროდასავლურ მთავრობას, რომელიც ქვეყანას წაიყვანს წინ და რომელიც ერთხელ და სამუდამოდ მოაგვარებს ჩვენი მოსახლეობის პრობლემას", - აცხადებს ბაქრაძე.



კომენტარები:

ფართი შოპი