ევა გრინს, „პატრიოტის“ გადაღებების ჩაშლის გამო, შესაძლოა $130 მილიონის გადახდა მოუწიოს

11 Aug 2020 16:58

ფრანგ მსახიობ ევა გრინს, ფილმის გადაღებების ჩაშლის გამო შესაძლოა $130 მილიონის გადახდა მოუწიოს.


კინოსტუდია White Lantern-ის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სამეცნიერო-ფანტასტიკური ფილმის „პატრიოტის“ გადაღება ევა გრინის გამო ვერ დასრულდა. მათი განცხადებით, მსახიობმა მოითხოვა დამატებით ძვირადღირებული მომსახურე პერსონალის დაქირავება.


კინოსტუდიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მას სურდა პროექტში პროდიუსერ პოლ სარონის, ვიზუალური ეფექტების პროფესიონალის ჯორჯ ზვირის და სცენარისტ ჟანეტ მაკგრატის შემოყვანა. მსახიობმა ფილმში მონაწილეობაზე უარი თქვა და ამასთან მისი დამხმარეებისთვის კომპანიის ფულის გადახდა მოსთხოვა.


ამ ფონზე ფრანგი მსახიობი,White Lantern-ს უჩივის და აცხადებს, რომ კონტრაქტის თანახმად მას ჰონორარი ეკუთვნის, რომელიც ერთ მილიონ დოლარს აღემატება. მსახიობი აცხადებს, რომ გამოვა თუ არა ფილმი ეკრანებზე, მან ჰონორარი მაინც უნდა მიიღოს.


წყარო - imedinews.ge


კომენტარები:

ფართი შოპი