სოზარ სუბარი: მესტიის მუნიციპალიტეტში 500 მდე ნიმუშია აღებული

11 Aug 2020 17:56

პრემიერ-მინისტრის მრჩეველის რეგიონალურ საკითხებში სოზარ სუბარის განცხადებით, ამ დროისთვის მესტიის მუნიციპალიტეტში 500 მდე ნიმუშია აღებული. დღის ბოლომდე ადგილობრივებისთვის ნიმუშების აღება სრულად დასრულდება სოფელ ლენჯერში.


„ყველაზე მთავარი და ცხელი წერტილი ამ წუთში არის ლენჯერი, სადაც 320 ნიმუში იქნება აღებული, სხვა ადგილებში 100 ნიმუში. დაახლოებით დღის პირველ ნახევარში ველოდებით აღებული ნიმუშების პასუხებს. დღეს, დაგეგმილია გაზრდა ამ რაოდენობების და შეირჩა 3 მთავარი ლოკაცია, სადაც ყველაზე მეტი დაზიანებებია, ეს არის ლენჯერი, დაბა მესტრია, სოფელი წვირმი და მულახი. ამოცანა გვაქვს რომ დღეს ლენჯერი ამოვწუროთ როგორც მთავარი წყარო საიდანაც დაიწყო გავრცელება ვირუსის და ვფიქრობთ, დღის განმავლობაში ჩვენ ამას მოვახერხებთ“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა.



კომენტარები:

ფართი შოპი