პროკურატურა: საგამოძიებო ექსპერიმენტით დგინდება, რომ დროის მონაკვეთი, როდესაც „ტოიოტა ქამრი“ მცხეთის მაგისტრალზე იმყოფებოდა, საკმარისი იყო განზრახვის სისრულეში მოყვანისთვის

11 Aug 2020 19:19

პროკურორმა, ამირან გულუაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმის ძიებისას ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი, მაქსიმალური სიზუსტით, მოხდა დანაშაულებრივი ქმედების რეკონსტრუქცია ბუნებრივ პირობებთან მიახლოებულ პირობებში.


პროკურორის თქმით, გამოძიებით დადგინდა, რომ დროის მონაკვეთი, როდესაც  „ტოიოტა ქამრი“ მცხეთის მაგისტრალზე იმყოფებოდა, სრულიად საკმარისი იყო ხევში ჩასასვლელ-ამოსასვლელად და გაზრახვის ბოლომდე მისაყვანად.


„მოცემულ საქმეზე პირველად ეტაპზე მოხდა 17 პირის მიმართ დევნის დაწყება სხვადასხვა მუხლებით და 17-ვე მათგანი დაკავებული იქნება, ნაწილი მათგანის მიმართ დაწყებულია საქმის განხილვა, მათი არასრულწლოვნობის გამო, დანარჩენების მიმართ მომავალში მოხდება საქმის წარმართვა სასამართლოში. როდესაც სახელმწიფო ბრალდება ღებულობდა გადაწყვეტილებას, მათ მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებაზე, არსებობდა კონკრეტული მტკიცებულებები, რომ აღნიშნული პირების მიერ ჩადენილი იქნა დანაშაული და შესაბამისად, საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე მოხდა ბრალდების ფორმირება. რაც შეეხება ხუთ პირს, რომელთა მიმართაც სისხლის სამართლის დევნა დღეს დაიწყო გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით, არსებული პროცედურების გათვალისწინებით, ყველა ბრალდებასთან დაკავშირებით მტკიცებულებები, რაც აქვს პროკურატურას, გადაეცემა დაცვის მხარეს და ეს პროცესიც ამ კონკრეტულ ბრალდებასთან დაკავშირებითაც იარსებებს“, – განაცხადა პროკურორმა.


მისივე თქმით, საქმეში მოიპოვება არაერთი მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს ამ ხუთი ადამიანის მონაწილეობას, მათ შორის ეს გახლავთ მოწმეთა ჩვენებები, იმ პირთა ჩვენებები, რომლებიც ამ პირების მხრიდან დაექვემდებარნენ ძალადობრივ ქმედებებს, ვიდეოჩანაწერები, მობილური კავშირგამბულობის ოპერატორების მეშვეობით გავრცელებული ინფორმაცია.


„ყველა კონკრეტულ პირთან მიმართებით არსებობს კონკრეტული მტკიცებულებები, რომელთა განხილვა სასამართლო ეტაპზე მოხდება და მათაც ექნებათ შესაძლებლობა, გაეცნონ რას აფუძნებს სახელმწიფო ბრალდება თავის პოზიციას. ბევრი ინფორმაცია და ვერსია მოვისმინეთ ამ დროის განმავლობაში. სხვადასხვა ინფორმაცია გავრცელდა ამ კუთხით. მათ შორის ერთ-ერთი, რამდენად იქნება შესაძლებლობა დროის იმ მონაკვეთში, როდესაც „ტოიოტა ქამრი“ მცხეთის მაგსიტრალზე იმყოფებოდა, გიორგი შაქარაშვილის დაზიანებების მიყენება და შემდეგ წყალში გადაგდება, ასევე ხევში ჩასასვლელად და ამოსასვლელად, ვგულისხმობ მოძალადეებს, რომ განზრახვა ბოლომდე მიეყვანათ. არსებობს ვიდეოჩანწერები, რომელიც იძლევა უტყუარ მტკიცებულებას დროსთან დაკავშირებით. ამასთან, გასათვალისწინებელია მოცემულობა, რომელიც შეეხება ე.წ. ხევში ჩასვლას და ამოსვლას. ამ ვერსიის გადამოწმების და მოცემულობის შესწავლის მიზნით, გამოძიების მიერ ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი, რომელიც იშვიათი იქნება ქართულ სასამართლო და საგამოძიებო პრაქტიკაში, ვგულისხმობ იმ მაქსიმალურ სიზუსტეს, რომლითაც მოხდა დანაშაულებრივი ქმედების რეკონსტრუქცია. ბუნებრივ პირობებთან მაქსიმალურად მიახლოებულ პირობებში ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი, რომლითაც ცხადად დგინდება, რომ თავისუფლად არის შესაძლებელი იმ მარშრუტის გავლა, დროის იმ მონაკვეთში, როდესაც მოხდა დანაშაულის ჩადენა, ისე, რომ არ მიიღონ ადამიანებმა დაზიანებები. საგამოძიებო ექსპერიმენტის მერეც შემოწმდა და ამ ექსპერიმენტში მონაწილე პირებში თვალითხილული დაზიანებები არ დაფიქსირებულა.


ეს დროს საკმარისია, მდინარის პირას, რათა პირზე განახორციელონ ფიზიკური ძალადობა და შემდგომში სასტიკად ნაცემი გადააგდონ მდინარეში“, – განაცხადა პროკურორმა.


მისივე თქმით, საგამოძიებო ექსპერიმენტი, ვიდეოჩანაწერები სხვა მტკიცებულებები ცალსახად იძლევა იმ დასკვნის საფუძველს, რომ მოცემული დროის განმავლობაში, არათუ შესაძლებელია, ამგვარი ძალადობრივი ქმედებების განხორციელება, არამედ ეს ნამდვილად განხორციელდა გიორგი შაქარაშვილის მიმართ.



კომენტარები:

ფართი შოპი