რატი იონათამიშვილი: სახელმწიფო ძალისხმევას არ იშურებს, რათა გაიხსნას საზარელი დანაშაული და მასში მონაწილე ყველა პირმა უმკაცრესად აგოს პასუხი

11 Aug 2020 19:31

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯომარე რატი იონათამიშვილი პროკურატურის მიერ გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე ხუთი პირის ბრალი წარდგენას გამოეხმაურა.

 

„ფაქტია, რომ სახელმწიფო ძალისხმევას არ იშურებს, რათა გაიხსნას ეს საზარელი დანაშაული და კანონის წინაშე მასში მონაწილე ყველა პირმა უმკაცრესად აგოს პასუხი.

ხელმოცარული ოპოზიციისგან, რომელსაც არაფერი აქვს საზოგადოებასთან სასაუბრო და მხოლოდ ადამიანების პირად ტრაგედიებს არის ამოფარებული, უამრავი ცილისწამება, სპეკულაცია და უნიჭოდ დადგმული სპექტაკლი ვნახეთ, რასაც დღეს ერთი ბრიფინგით დაესვა წერტილი. თუმცა, ამის უკან ჩვენი სამართალდამცავებისა და ექსპერტების მუხლჩაუხრელი მუშაობა და პროფესიონალიზმი დგას.

არ გამიკვირდება, თუ ეს რადიკალები, ბრალდებულების ადვოკატებთან მოკავშირეობით, კვლავ ეცდებიან ამ პროცესების დაზიანებას. თუმცა, არც ეს და არც სამართალდამცველთა დისკრედიტაცია არავის გამოუვა“, - განაცხადა იონათამიშვილმა.

 

 


კომენტარები:

ფართი შოპი