ეკატერინე ტიკარაძე: შემოდგომაზე ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდას ველოდებით

11 Aug 2020 20:10

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, შემოდგომაზე მოსალოდნელია კორონავირუსით ინფიცირების რაოდენობის ზრდა.


„შემოდგომაზე ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდას ველოდებით. ეს მოლოდინი აქვს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიოს სხვა ქვეყნებსაც. მეორე ტალღის მოლოდინი არსებობს. მოქალაქეებს ყოველდღიურად მოვუწოდებთ, რომ დაიცვან ყველა საჭირო ღონისძიება. კოვიდთან ერთად თანაცხოვრების შესწავლა საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდით მოგვიწევს“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.



კომენტარები:

ფართი შოპი