ლარსის სასაზღვრო გამშვები პუნქტის თანამშრომლებს COVID-19 დაუდასტურდათ

11 Aug 2020 20:14

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ყაზბეგში ლარსის სასაზღვრო გამშვები პუნქტის თანამშრომლებს COVID-19 დაუდასტურდათ.


„გიდასტურებთ, რომ ყაზბეგში გვაქვს ლაბორატორიულად დადასტურებული 5 შემთხვევა. ამჟამად ადგილზე მიმდინარეობს კონტაქტების კვლევა, მხედველობაში მაქვს ყაზბეგის მუნიციპალიტეტი. ვიცით დაახლოებით საიდან შეიძლება იყოს, ამიტომაც მიმდინარეობს ეპიდკვლევა. პერსონალურ ინფორმაციას ვერ მოგცემთ. ჩვენგანაც წავიდა ჯგუფი და თვითონ ადგილობრივი ჯანდაცვაც სწავლობს კონტაქტებს”, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.



კომენტარები:

ფართი შოპი