გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის გახსნამდე პროკურატურასთან თანამშრომლობით მივედით, შესაბამისად, პრეტენზიები არ გვაქვს, – გიორგი შაქარაშვილის ბიძამ და ოჯახის ადვოკატმა მირიან ნიკოლაძემ ჟურნალისტებს ამის შესახებ პრესკონფერენციაზე განუცხადა.
„გამოძიებასთან ერთად ჩვენ გავიარეთ მთელი ეს დიდი პერიოდი და, საბოლოო ჯამში, სწორედ ურთიერთშეთანხმებით, ურთიერთთანამშრომლობით მივედით იმ შედეგამდე, რასაც ქვია დანაშაულის გახსნა.
შესაბამისად, არანაირი პრეტენზიები გამოძიებასთან ოჯახს არ აქვს, თორემ კითხვები იყო უამრავი და გზადაგზა იწურებოდა ეს კითხვები“, – აცხადებს მირიან ნიკოლაძემ.
მირიან ნიკოლაძის განცხადებით, გიორგი შაქარაშვილის ოჯახი მკვლელობის საქმეს გახსნილად მიიჩნევს და დამნაშავეების უმკაცრესად დასჯას მოითხოვს.