"არავინ მიდიოდა ბავშვთან... მძღოლი ყვიროდა, გთხოვთ გადაარჩინოთო" - ვინ არიან ჩაქვში ავარიისას გარდაცვლილები და რას ჰყვება მომხდარის თვითმხილველი

11 Aug 2020 20:25

გუ­შინ, გვი­ან ღა­მით ბა­თუ­მი-ჩაქ­ვის ცენ­ტრა­ლურ სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზა­ზე ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის შე­დე­გად სამი ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა, მათ შო­რის ერთი არას­რულ­წლო­ვა­ნი. გარ­დაც­ვლი­ლე­ბი მა­ხინ­ჯა­ურ­ში მცხოვ­რე­ბი ერთი ოჯა­ხის წევ­რე­ბი არი­ან - მე­დი­კო შა­რა­ში­ძე, მისი რძა­ლი ნა­თია სურ­მა­ნი­ძე და მე­დი­კო შა­რა­ში­ძის მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლიშ­ვი­ლი.


ოჯა­ხი ბა­თუ­მი-ჩაქ­ვის და­მა­კავ­ში­რე­ბელ ცენ­ტრა­ლურ გზა­ზე გვი­ან ღა­მით იდგა და ოჯა­ხის ახ­ლო­ბელს, მო­ხუც კაცს აცი­ლებ­დნენ, რო­დე­საც მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლი, რო­მე­ლიც ტაქ­სის ნიშ­ნით მოძ­რა­ობ­და, ქვე­ი­თად მყო­ფებს და­ე­ჯა­ხა.


და­შა­ვე­ბუ­ლია სამი არას­რულ­წო­ვა­ნი. ისი­ნი ბა­თუ­მის დე­და­თა და ბავ­შვთა სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრში გა­და­იყ­ვა­ნეს.


რო­გორც თვითმხილ­ვე­ლი AMBEBI.GE-ს უყ­ვე­ბა მძღო­ლი გამ­ვლე­ლებს მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვის გა­დარ­ჩე­ნას სთხოვ­და.


"ახ­ლაც შოკ­ში ვარ, მი­ჭირს იმის გად­მო­ცე­მა, რაც ვნა­ხე. ჩვენ გამ­ვლე­ლე­ბი ვი­ყა­ვით. ავა­რია ახა­ლი მომ­ხდა­რი იყო. ბავ­შვი რომ და­ვი­ნა­ხეთ, ჩა­მო­ვე­დი. არა­ვინ მი­დი­ო­და ბავ­შვთან. მხო­ლოდ მძღო­ლი ყვი­რო­და, მე და­ვე­ჯა­ხე და გთხოვთ, გა­და­არ­ჩი­ნო­თო.


ბავ­შვს პულ­სი სუს­ტი ჰქონ­და. მა­სა­ჟი გა­ვუ­კე­თე, მერე გა­ვი­გო­ნე ვი­ღაც ამ­ბობ­და, კი­დევ არი­ან და­შა­ვე­ბუ­ლე­ბიო. გა­ვი­ხე­დეთ და ოჯა­ხის წევ­რე­ბი იყ­ვნენ მი­მო­ფან­ტუ­ლი. ბა­ბუა გა­უ­ცი­ლე­ბი­ათ მოს­კოვ­ში. ყვე­ლა გან­წი­რუ­ლი კი­ო­და, სა­ში­ნე­ლი სა­ნა­ხა­ვი იყო ეს ყვე­ლა­ფე­რი" - ამ­ბობს AMBEBI.GE-სთან თვითმხილ­ვე­ლი.


სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ მომ­ხდა­რის გა­მო­ძი­ე­ბა "სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის" 276-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც სატ­რან­სპორ­ტო მოძ­რა­ო­ბი­სას წე­სე­ბის ისეთ დარ­ღვე­ვას გუ­ლის­ხმობს, რო­მელ­მაც ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა გა­მო­იწ­ვია.


წყარო - ambebi.ge


კომენტარები:

ფართი შოპი