ბრაზილიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 52 160 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

12 Aug 2020 12:53

ბრაზილიაში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 52 160 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდნობა 3 109 630-ს გაუტოლდა. 


გასულ 24 საათში, ბრაზილიაში COVID19-ს კიდევ 1 274 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რაოდენობამ, საერთო ჯამში, 103 026-ს მიაღწია.


კოვიდინფიცირებულების, ასევე ვირუსით დაღუპულთა რაოდენობით ბრაზილია მსოფლიოში აშშ-ის შემდეგ მეორე ადგილზეა.



კომენტარები:

ფართი შოპი