ენტონი ფაუჩი: მეეჭვება, რომ რუსებმა თავისი ვაქცინის უსაფრთხოება და ეფექტიანობა დაამტკიცეს

12 Aug 2020 12:58

აშშ-ის მთავარი ინფექციონისტის, ენტონი ფაუჩის განცხადებით, სერიოზული ეჭვები აქვს, რომ რუსეთმა თავისი ვაქცინის უსაფრთხოება და ეფექტიანობა დაამტკიცა. 


„ვიმედოვნებ, რუსებმა ნამდვილად, საბოლოოდ დაამტკიცეს, რომ ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტიანია. მე სერიოზულად მეეჭვება, რომ მათ ეს გააკეთეს.

ვაქცინის ქონა და ვაქცინის უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის დამტკიცება ორი გასხვავებული რამეა. ჩვენ გვაქვს ექვსი ან მეტი ვაქცინა. თუ გვსურს, დავაზარალოთ მრავალი ადამიანი ან მივცეთ მათ ისეთი რამ, რაც არ მუშაობს, ამის გაკეთება, სურვილის შემთხვევაში, მომავალ კვირასვე შეგვიძლია. თუმცა ეს ასე არ მუშაობს“, – განაცხადა ენტონი ფაუჩიმ.


11 აგვისტოს რუსეთმა კორონავირუსის საწინააღმდეგი ვაქცინის რეგისტრაციის შესახებ განაცხადა.



კომენტარები:

ფართი შოპი