ეკატერინე ტიკარაძე: რეგულაციების დარღვევის გამო შრომის ინსპექცია ყოველდღიურად 20-მდე ობიექტს აჯარიმებს

12 Aug 2020 14:30

არსებული რეგულაციების დარღვევების გამო, ყოველდღიურად შრომის ინსპექციის მიერ დაახლოებით 20-მდე ობიექტი ჯარიმდება, - ამის შეახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.


„დღიურად 20-მდე დარღვევა გვაქვს. სტატისტიკა სხვადასხვაა, ასევე სხვადასხვაა სექტორის დამყოლობა და შესაძლებლობები. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ შრომის ინსპექცია თანამშრომლობს კერძო სექტორთან. მათ აქვთ შესაძლებლობა, რომ რეგიონის დონეზე რამდეჯერმე მივიდნენ სექტორში, გადამოწმონ და გააცნონ ეს რეკომენდაციები. კერძო სექტორი, რომელიც პანდემიის შედეგად ისედაც მნიშვნელოვნად დაზარალებულია ეკონომიკურად, ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია, ვიყოთ მათი პარტნიორები, რათა შემდეგ არ დავჭირდეს აღმკვეთი ღონისძიებები ან დაჯარიმებები. ასევე, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, შედეგად ჩვენ არ მივიღოთ ჩაკეტილი ქვეყანა და ჩაკეტილი ეკონომიკა“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.



კომენტარები:

ფართი შოპი