მარიამ ქვრივიშვილი: სვანეთიდან 900-ზე მეტი ადამიანი გამოვიყვანეთ და საკარანტინო სივრცეებში დავაბინავეთ

12 Aug 2020 17:12

სვანეთში ყველა დამსვენებელთან პირდაპირი კონტაქტი გვაქვს დამყარებული. დღევანდელი დღის მონაცემებით ჩატარდა მსხვილი სამუშაოები და შეგვიძლია ვთქვათ რომ 900-ზე მეტი ადამიანი სვანეთიდან გამოვიყვანეთ და საკარანტინო სივრცეებში დავაბინავეთ, - ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მარიამ ქვრივიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.


„ჩვენ ადგილზე შევაფასეთ ის ინფრასტრუქტურა რომელიც განთავსების ობიექტებშია, შევეცადეთ რომ ეს ყოფილიყო ასევე კომფორტული პროცესი დამსვენებლებისთვის და მათი ნაწილი, რომლებიც უკვე ცხოვრობდნენ სასტუმროებში და ისინი აკმაყოფილებდნენ შესაბამის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაწესებულ კრიტერიუმებს გარდაიქმნა საკარანტინო სივრცედ. ადამიანების ნაწილი ორგანიზებულად გამოვიყვანეთ სვანეთიდან და გადავანაწილეთ სხვადასხვა საკარანტინო სივრცეში. ასევე მობილიზებული გვაქვს ტრანსპორტი, იმ ადამიანებისთვის, რომლთაც არ ჰყავთ საკუთარი ავტომანქანა“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.



კომენტარები:

ფართი შოპი