"ქეთი როგორია ბებიობა, მედიკომ ისეთი ლამაზიაო..." - რას საყვედურობენ სოფო ნიჟარაძის დედას, რომელიც ამერიკაში შვილიშვილს ზრდის

12 Aug 2020 19:34

2 ივ­ნისს სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ სოფო ნი­ჟა­რა­ძემ ამე­რი­კა­ში იმ­შო­ბი­ა­რა და პა­ტა­რას ელის-მა­რია და­არ­ქვა. მომ­ღერ­ლის ორ­სუ­ლო­ბის შე­სა­ხებ მა­ნამ­დეც არა­ერ­თხელ გავ­რცე­ლე­ბუ­ლა ინ­ფორ­მა­ცია, თუმ­ცა ამ ჭორს სოფო ყო­ველ­თვის ღი­მი­ლით ხვდე­ბო­და.


ელის-მა­რი­ას და­ბა­დე­ბის შე­სა­ხებ ამ­ბა­ვი სო­ფოს უახ­ლო­ეს­მა მე­გობ­რებ­მა AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში და­ა­დას­ტუ­რეს. ამ­ჯე­რად არც სო­ფოს უა­რუყ­ვია პა­ტა­რას და­ბა­დე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია. სოფო ამე­რი­კა­შია და ელის-მა­რი­ას ზრდის. პა­ტა­რას გაზ­რდა­ში დედა ქეთი ნი­კო­ლე­იშ­ვი­ლი ეხ­მა­რე­ბა.


მომ­ღე­რა­ლი ძვე­ლე­ბუ­რად აღარ აქ­ტი­უ­რობს, თუმ­ცა პე­რი­ო­დუ­ლად ინ­სტაგ­რა­მის ის­ტო­რი­ებ­ში აქ­ვეყ­ნებს ფო­ტო­ებს, რო­გორ გა­დის სახ­ლი­დან პირ­ბა­დით.


მომ­ღე­რალს შვი­ლის ფოტო აქამ­დე არ გა­მო­უქ­ვეყ­ნე­ბია და არც არ­სად უსა­უბ­რია პა­ტა­რას შე­სა­ხებ, თუმ­ცა სოფო ნი­ჟა­რა­ძის დე­დას მარ­თა­ლია მოგ­ვი­ა­ნე­ბით, მაგ­რამ მე­გობ­რე­ბი შვი­ლიშ­ვი­ლის და­ბა­დე­ბას ულო­ცა­ვენ...


"ქეთი რო­გო­რია ბე­ბი­ო­ბა! კი­დევ გი­ლო­ცავთ, გკოც­ნით... მე­დი­კომ ისე­თი ლა­მა­ზი­აო. სო­ფოს ჩემს მა­გივ­რად მაგ­რად აკო­ცეთ. უფალ­მა ბედ­ნი­ე­რი გა­ზარ­დოს! მიყ­ვარ­ხართ!..“ - წერს ერთ-ერთი ქალ­ბა­ტო­ნი.


რო­გორც ჩანს, ქეთი ნი­კო­ლე­იშ­ვი­ლი შვი­ლიშ­ვი­ლის გაზ­რდის პა­რა­ლე­ლუ­რად სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის­თვის ვე­ღარ იც­ლის, რად­გან მე­გობ­რე­ბი საყ­ვე­დუ­რო­ბენ: "მე­სინ­ჯერ­ში აღარ იხე­დე­ბი, ქეთი?.."; "მე­სინ­ჯერ­ში თუ შე­ი­ჭყი­ტე­ბი დი­დად და­მა­ვა­ლებ ქეთი..." - წე­რენ მე­გობ­რე­ბი სო­ფოს დე­დას, რო­მელ­თა­ნაც მომ­ღე­რალს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­ახ­ლო­ვე აკავ­ში­რებს.


ერთ-ერთ ბოლო გა­და­ცე­მა­ში, სა­დაც მომ­ღე­რა­ლი თბი­ლის­ში სა­კუ­თარ სახ­ლში ესა­უბ­რე­ბო­და ჟურ­ნა­ლისტს, კი­თხვა­ზე, დი­ლით პირ­ველს ვის ურე­კავს, სოფო პა­სუ­ხობს, რომ დე­დას...


"დი­ლით პირ­ველს დე­დას ვუ­რე­კავ, რომ ვიღ­ვი­ძებ, უკვე სამ­სა­ხურ­შია და ვუ­რე­კავ, ვე­კი­თხე­ბი სად არის... ვე­ქა­ჩე­ბი, რომ სახ­ლში დაბ­რუნ­დეს. ისე თუ ხდე­ბა, რომ დი­ლით ადრე ვდგე­ბი და დე­და­ჩე­მი სახ­ლშია, ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვარ. ვჯდე­ბი და არა­ფერს არ ვა­კე­თებს. ყვე­ლა­ფერს გამ­ზა­დე­ბულს მი­ტო­ვებს. მა­ცი­ვარს აწერს, რაც არის საჭ­მე­ლი", – ამ­ბობს სოფო.


წყარო - ambebi.ge


კომენტარები:

ფართი შოპი