"პატრიარქი სავსებით კარგად გრძნობს თავს და შობას სამების ტაძარში იქნება!"

04 Jan 2018 18:45

პატრიარქი სავსებით კარგად გრძნობს თავს და შობას სამების ტაძარში იქნება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ბოლნელმა მთავარეპისკოპოსმა ეფრემმა (გამრეკელიძე) განუცხადა, რომელმაც უწმინდესის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. 


საპატრიარქოში პატრიარქის 85 წლის იუბილესთან დაკავშირებით შეხვედრა დასარულდა, რომლის შემდეგაც მეუფე ეფრემმა კომენტარი გააკეთა და პატრიარქს იუბილე მიულოცა. 


კითხვაზე აქვს თუ არა მას ინფორმაცია პატრიარქის ექიმების მიერ კონსილიუმის მოწვევის შესახებ, მეუფემ განაცხადა, რომ მას ეს ინფორმაცია არ აქვს. მისივე თქით, პატრიარქი სავსებით კარგად გრძნობს თავს, შობას სამების ტაძარში მსახურებაზე იქნება. 


„იქნება პატრიარქის საშობაო ეპისტოლეც“, - აღნიშნა მთავარეპისკოპოსმაც.


წყარო


კომენტარები:

ფართი შოპი