გიორგი გახარია: ევროკავშირის ფინანსური დახმარების ძირითადი მიმართულება იქნება პანდემიასთან ბრძოლასა და ეკონომიკაზე პანდემიის შედეგების შემსუბუქება

12 Aug 2020 20:32

ევროკავშირის მიერ გაწეული ფინანსური დახმარების ძირითადი მიმართულება იქნება პანდემიასთან ბრძოლა და ეკონომიკაზე პანდემიის შედეგების შემსუბუქება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.


„მოგეხსენებათ, რომ ჩვენ, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან კრიზისის ადრეულ ეტაპზე დავიწყეთ მუშაობა, მათ შორის, ფინანსური რესურსების მოსაზიდად. მაშინ ევროკავშირი, როგორც ნამდვილ პარტნიორებს შეეფერებათ, ისე დაგვიდგა გვერდით. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი დახმარება. ამ დახმარების ძირითადი მიმართულება იქნება პანდემიასთან ბრძოლა და ეკონომიკაზე პანდემიის შედეგების შემსუბუქება. ეს არის ამ დახმარების მიზნობრიობა და მინდა, კიდევ ერთხელ ოფიციალურად მადლობა გადავუხადო ჩვენს ევროპელ კოლეგებს ამ დახმარების გაწევისთვის“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.



კომენტარები:

ფართი შოპი