​IRI-ს კვლევა: გამოკითხულთა უმრავლესობა საპარლამენტო არჩევნებზე „ნაციონალურ მოძრაობას“ არავითარ შემთხვევაში არ მისცემდა ხმას

12 Aug 2020 20:57

IRI საქართველოში ჩატარებული ახალი კვლევის შედეგებს აქვეყნებს.


კითხვაზე „არსებობს თუ არა პარტია, რომელსაც ხმას არავითარ შემთხვევაში არ მისცემდით“, პასუხები ასე გადანაწილდა:

  • „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“ - 29%
  • „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ - 25%
  • „გირჩი“ - 16%


გამოკითხულთა 18%-ს კითხვაზე პასუხი არ აქვს, 11%-მა კი კითხვაზე პასუხის გაცემაზე უარი თქვა.


საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართება.


საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა ქვეყნის მასშტაბით 1 500 ადამიანი გამოკითხა. კვლევა 4 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით მიმდინარეობდა. საველე სამუშაოები Institute of Polling and Marketing-მა ჩაატარა.



კომენტარები:

ფართი შოპი