სტივენ ბიგანი: უნდა გავაორმაგოთ ზეწოლა რუსეთზე, რათა უკან გაიწვიოს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება

12 Aug 2020 21:48

უნდა გავაორმაგოთ ზეწოლა რუსეთზე, რათა სრულად შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, უკან გაიწვიოს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, სტივენ ბიგანმა ლევან მიქელაძის ფონდის ორგანიზებით გამართულ ონლაინკონფრენენციაზე განაცხადა.


„ამერიკის შეერთებული შტატები მუშაობს და გააგრძელებს საქართველოსთან ერთად მუშაობას, რათა განავითაროს საერთო ხედვა სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის უსაფრთხოებაზე, რომ რეგიონი იყოს კონფლიქტებისგან, გავლენებისგან თავისუფალი. აშშ ორიენტირებული იქნება დემოკრატიულ მმართველობასა და ეკონომიკურ განვითარებაზე.


ბოლოს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მომხდარი ძალადობა, რომელიც ივლისში წარმოიშვა, ხაზს უსვამს რეგიონში კონფლიქტის გადაჭრის აუცილებლობას და ამ მიმართულებით მუშაობას.


როგორც მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე, ამერიკა მოუწოდებს ყველა მხარეს, დაიცვან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან. რამდენიმე დღის წინ აღინიშნა ომის წლისთავი. 2008 წელს საქართველოში რუსეთის შეჭრა არის კიდევ ერთი შეხსენება იმისა, თუ რა საშიშროების წინაშე ვართ და რატომ ვცდილობთ, რომ რეგიონი იყოს უსაფრთხო და კონფლიქტებისგან თავისუფალი.


რუსეთის აგრესიის შედეგად, ასობით ადამიანი დაიღუპა და დაშავდა, რამაც უნდა გვაიძულოს, რომ გავაორმაგოთ ჩვენი მცდელობები, ზეწოლა განვახორციელოთ რუსეთზე, რათა სრულად შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, უკან გაიწვიოს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია.


რუსეთმა პატივი უნდა სცეს მისი ყველა მეზობლის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, განსაკუთრებით საქართველოსი“, – განაცხადა სტივენ ბიგანმა.



კომენტარები:

ფართი შოპი