მიხეილ რამიშვილი: თამარ ბაჩალიაშვილის სოციალური ქსელებიდან აბსოლუტურად ყველაფერი წაშლილია

13 Aug 2020 12:39

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, გარდაცვლილის სოციალური ქსელებიდან აბსოლუტურად ყველაფერი წაშლილია.


„დღეს იყო მოტანილი მობილური ტელეფონი და მობილური ტელეფონიდან ყველა ის ინფორმაცია ვნახეთ, რისი კლონირებაც მოხდა. ვნახეთ ამ ინფორმაციის ნაწილი, რაც შვიდი საათის განმავლობაში მოვახერხეთ.


ყველაზე საინტერესო არის ის, რომ ვოთსაფიდან, მესენჯერიდან, ფეისბუქიდან, ვაიბერიდან და ყველა სოცქსელიდან აბსოლუტურად წაშლილია ყველაფერი, არამხოლოდ ზარები, ჩატებიც კი. ჩატი ვოთსაფში არის 24 ივლისიდან წაშლილი საერთოდ. ზარები არის 6 ივლისიდან საერთოდ წაშლილი. შესაბამისად, ვოთსაფსა ან მესენჯერში რაიმე ლოკაცია საერთოდ არ არის ნაჩვენები, რომ ვთქვათ, როგორ შეეძლო მას გადაადგილება თეთრიწყაროსა და იმ ადგილებში, სადაც ის იყო აღმოჩენილი. შესაბამისად, თვით გამოძიებასაც უკვე აბსოლუტურად ყველა ჩემ კითხვაზე არანაირი პასუხი არ ჰქონდა.


გარდა ამისა, ძალიან ბევრი ვიდეოჩანაწერი ვნახეთ და ვნახეთ გოგონას ბოლო ექვსი ულამაზესი სურათი, რომელიც მან გადაიღო 18 ივლისს ძალიან ლამაზ ფორმაში, ცოტა მხიარული და ცოტა სახით, ეს იყო მისი კამერით გადაღებული“, – განაცხადა რამიშვილმა.


ადვოკატი აცხადებს, რომ ყველა საჭირო ინფორმაცია წაშლილია, რაც ამძაფრებს ეჭვს, რომ ეს „გარკვეული ძალისა და სპეციალისტების მიერ მოხდა“.


„დადგა საკითხი, რომ საჭიროა „გუგლიდან“ და ფეისბუქის ადმინისტრაციიის მიერ სრულად წამოვიდეს ინფორმაცია, თუ ვის მიერ მოხდა. დარწმუნებული ვარ, რომ არანაირად არ შეიძლება, საფუძვლად ედოს რამე თვითმკვლელობაზე საუბარი. ძალიან მრავალი მასალა იქნება შესასწავლი და აქ საუბარია დაახლოებით 150 სათვალთვალო კამერის ჩანაწერზე და ამავდროულად სატელეფონო ზარების ნუსხა ძალიან დიდი გახდა. ჩვენებებსაც გადავხედე და ძალიან ბევრი პირი გამოჩნდება“, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.



კომენტარები:

ფართი შოპი