66 999 დაინფიცირებული და 942 დაღუპული - ინდოეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის შემთხვევების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა

13 Aug 2020 12:42

ინდოეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის შემთხვევების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა. ბოლო 24 საათში ქვეყანაში დაავადება 66 999 ადამიანს დაუდასტურდა.


ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ასევე, გასულ 24 საათში გარდაიცვალა 942 კოვიდინფიცირებული. ვირუსის მსხვერპლთა საერთო რიცხვმა ქვეყანაში 47 033 შეადგინა.


ინდოეთში ოფიციალურად რეგისტრირებულია კორონავირუსის ორი მილიონ 396-ზე მეტი შემთხვევა. ამ მონაცემებით ქვეყანა მსოფლიოში მესამე ადგილს იკავებს აშშ-სა და ბრაზილიის შემდეგ. ამასთან, გარდაცვლილთა რაოდენობით ინდოეთი მსოფლიოში მეოთხეა აშშ-ს, ბრაზილიისა და მექსიკის შემდეგ.



კომენტარები:

ფართი შოპი