კახეთში ფერმერებს სეტყვის შედეგად მიყენებული ზიანი აუნაზღაურდებათ

13 Aug 2020 13:10

კახეთის რეგიონში, აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ ბენეფიციარებს სეტყვის შედეგად მიყენებული ზარალი აუნაზღაურდებათ. სადაზღვევო კომპანიების მიერ ზარალის ოდენობა დათვლილია.


თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულში, სახელმწიფო აგროდაზღვევის ბენეფიციარს, დავით დოლმაზაშვილს სეტყვისა და ქარიშხლის შედეგად, ატმის მოსავლის 75 % გაუნადგურდა. მან სადაზღვევო პოლისის შესაძენად, სახელმწიფოსგან 70 % თანადაფინანსება მიიღო. დავით დოლმაზაშვილი ზარალის ანაზღაურების თანხას, 38 870 ლარს, სადაზღვევო კომპანიისგან მიიღებს. 9 ჰა ფართობის დაზღვევისთვის ფერმერის მიერ გადახდილი თანხა 1652 ლარს, ხოლო სახელმწიფო სუბსიდიის ოდენობა 3856 ლარს შეადგენს.


2020 წლის 31 ივლისის მონაცემებით, სახელმწიფო აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში გაცემულია 16,000-ზე მეტი პოლისი. დაზღვეულია 17,000 ჰექტარზე მეტი მიწის ფართობი, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 34 %-ით მეტია. დაზღვეული მოსავლის ღირებულება 150 მლნ ლარს აღემატება.



კომენტარები:

ფართი შოპი