გიორგი კანდელაკი: თუ სოზარ სუბარს შეუძლია ჩაიტაროს ტესტი, რა დააშავეს კარანტინში გადაყვანილმა მოქალაქეებმა?

13 Aug 2020 14:49

ევროპული საქართველოს წევრის, გიორგი კანდელაკის თქმით, მაშინ როცა მესტიაში მყოფი მოქალაქეები იძულებით კარანტინში გადაიყვანეს, სოზარ სუბარის პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩაყენება უსამართლო და გაუგებარია.


„მსსგავს შემთხვევასთან გვქონდა საქმე ცოტა ხნის წინ როცა გაუმწვანებელი ქვეყნიდან შემოსულმა საგარეო საქმეთა მინისტრმა უბრალოდ ტესტი ჩაიტარა ხოლო გამწვანებული, ანუ უსაფრთხო ქვეყნებიდან მომავალ საქართველოს მოქალაქეებს მთავრობა მაინც დისკრიმინაციული კარანტინის გავლას აიძულებს. ეს რეგულაცია იმდენად აბსურდულია, რომ ჩენი მოქალაქეების მიერ შეტანილ ამ უსამართლობის გაუქმების მოთხოვნით შეტანილი საერჩელების განხილვას სასამართლო ხელოვნურად აჭიანურებს.


თუკი სოზარ სუბარს შეუძლია გაიკეთოს ტესტი, რატომ არ შეუძლიათ იმ მოქალაქეებს ვინც ასევე იმყოფებოდნენ მესტიაში. ან რატომ არ შეიძლება რომ ამ მოქალაქეებს ჩაუტარდეთ რეგულარული ტესტები და მათ მიმართ იყოს იგივე მიდგომა რაც ბიზნეს ვიზიტორების მიმართ რომლებიც თავსდებიან 24 საათიან კარანტინში ტესტის პასუხამდე?,“ - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

 

 


კომენტარები:

ფართი შოპი