ზურაბ ჭიაბერაშვილი: „ქართული ოცნება“ საარჩევნოდ საარსებო შემწეობებით მანიპულირებს

13 Aug 2020 16:06

ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნება“ საარჩევნოდ საარსებო შემწეობებით მანიპულირებს.


„ქართული ოცნება“ ერთი მხრივ, იმას, ვისაც საარსებო შემწეობა უკვე დანიშნული აქვს, აშინებს, რომ თუკი გაბედავენ და არ შემოხაზავენ 41-ს, მაშინ მათ საარსებო შემწეობა მოეხსნებათ.


მეორე მხრივ, იმისათვის, რომ „ქართულ ოცნებას“ მოემატოს ხმები და პირდაპირ მოისყიდონ ამომრჩეველი, არ ერიდებიან სახელმწიფოს ბიუჯეტის ხარჯზე „ქართული ოცნების“ აქტივისთვის ასეთი საარსებო შემწეობის დანიშვნას. ბუნებრივია, ასეთ შემთხვევაში, თანხა ათასობით სოციალურად დაუცველს აკლდება. ეს პრობლემა კორონავირუსით გამოწვეული ეკონომიკური სიდუხჭირის პირობებში, კიდევ უფრო გამწვავებულია“, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.



კომენტარები:

ფართი შოპი