მამა პეტრე:
_ხშირად მინანია იმ გარემოში ყოფნა, სადაც ვარ, მაგრამ თქვენს მამობრივ მზრუნველობას შევუჩერებივარ...
ხშირად მქონია სკეპტიციზმი, უნდობლობა, ქრისტეს სახელით მქადაგებლების მიმართ, მაგრამ აქაც თქვენი პიროვნების გათვალისწინებით უკან დამიხევია...
ხშირად მტკენია სული, ფიქრი, შემართება, განსაკუთრებით მათგან, ვინც ბაგეებით ქრისტეს ადიდებდა, მაგრამ გული სიძულვილით და შურით ჰქონდა სავსე. ისევ თქვენი სიყვარულით გადამიწევია საკუთარი მოსაზრებები გვერდზე...
ხშირად შემოუტევია დანაშაულის შეგრძნებას, აბსოლუტურად უსაფუძვლოდ, გავჩუმებულვად, რასაც ძალიან დიდ სიმძიმემდე მივუყვანივარ...
ხშირად, ხშირად, ხშირად...
დღეს კი, ისევ თქვენი განუზომელი პატივისცემის გამო არ გავჩუმდები, რომ სისუსტეში არ ჩამომართვან, არც სასოწარკეთას მივეცემი. პირიქით, მყარად დავიცავ ჩემს უფლებებს...
არასდროს დავივიწყებ თქვენს სიტყვებს- "შენ მთელი ცხოვრება უნდა წერო"...
გპირდებით, ასე იქნება...
წლების წინ, მოსე ქართველი გიწოდეთ...
დღესაც იგივე აზრზე ვარ...
გილოცავთ იუბილეს!..
მოსე ქართველი
მზე იისფერად ღებავს მწვერვალებს,
კლდეზე, სენაკში ჭრაქი ანთია,
ღვთისმშობლის ხატთან ლოცვით ელვარებს,
სხივებს ჩრდილები გაუფანტია...
ღამე სხვაგვარი შუქით გაივსო,
ქრისტეს ნათელის არის სადარი,
საქართველოში უკვე აისობს
და იძერწება ყველგან ტაძარი...
უდაბნოს ქარი უწეწავს წვერებს,
აღმართზე ერი მიყვება ცოცვით,
დედასამშობლოს შეუშრობ ცრემლებს,
უნეტარესო, კვლავ შენი ლოცვით
ავახმიანებ დიდგორზე ზარებს,
და მაინც ბევრი დასაჩივლია,
შეხედე, ლოცვით ანთებს მწვერვალებს,
გმადლობ, უფალო, რომ გვყავს ილია...
ტაო-კლარჯეთით გაბრწყინებული,
ქრისტეს პერანგით გამოზრდილია, მერე მასავით ჯვარზე ვნებული
და სამებიდან გვლოცავს ილია...
ილორს ზარები მაინც ხმიანობს,
წმინდა მიწაზე მოსე ქართველი,
ფეხს ადგამს მერე ღამე მზიანობს,
მეტის არც უნდა ვიყოთ მნატვრელი
თუ საქართველო ასე ელვარებს,
რიცა მას შენი იცავს მანტია,
მზე იისფერად ღებავს მწვერვალებს,
ნათელს სიბნელე გაუფანტია...