მაიკ პომპეო: რუსებს უზარმაზარი ფასის გადახდა მოუწევთ

13 Aug 2020 16:26

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს განცხადებით, რუსეთს უზარმაზარი ფასის გადახდა მოუწევს, თუ დადგინდა, რომ ამერიკელი ჯარისკაცების ლიკვიდაციისთვის თალიბებს ფულს უხდიდა.


აშშ-ის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს ესაუბრა.


„არასდროს ვსაუბრობ აშშ-ის დაზვერვის საქმეებზე, მაშინაც კი, თუ ზოგიერთი ჟურნალისტი გადაწყვეტს, რომ რომ იციან, თუ რა ხდება სინამდვილეში. ჩვენ ვთქვით, თუ დადგინდა, რომ რუსები ფულს სთავაზობდნენ ამერიკელების, ასევე დასავლეთის სხვა წარმომადგენლების მკვლელობისთვის, მათ უზარმაზარი ფასის გადახდა მოუწევთ. სწორედ ეს გავუზაირე საგარეო საქმეთა მინისტრ, ლავროვს. ვიცი, ჩვენი სამხედროები ასევე ესაუბრნენ თავის ხელმძღვანელობას. ჩვენ ამას არ მოვითმენთ“, – აღნიშნა პომპეომ.




კომენტარები:

ფართი შოპი